კორონავირუსის საფრთხე და შიდა გავრცელების რისგები - ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველოში დაიწყო შიდა გავრცელების ეტაპი, რომელიც ინფექციის უკონტროლო გავრცელების დიდ რისკებს შეიცავს.
მისი განცხადებით, აქამდე ყველა ინფიცირებულის პირველწყარო იყო დადგენილი, ახლა კი არსებობს სამი შემთხვევა, როდესაც პირდაპირი კონტაქტები უცნობია.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, ასეთი გარემოების დროს უკვე სხვა სახის მიდგომა და ღონისძიებებია საჭირო.
„კერძოდ, აქ უნდა გამოვიყენოთ კარანტინები, როგორც ეს მოხდა მარნეულსა და ბოლნისში – მოსახლეობისთვის გადაადგილების შეზღუდვა, შეკრებების შეზღუდვა; კონტაქტების მასიური გამოკვლევა – თუ მთელი მოსახლეობის არა, რამდენიმე ათასის, ასეულის“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძე.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 90 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 16 ადამიანი განიკურნა. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 276 იმყოფება, კარანტინში – 4534.
მასალის გამოყენების პირობები






