დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, აცხადებს, რომ დღეს მოსახლეობა ძალიან სოლიდარულია და ბევრი ადამიანი ეხმარება დაავადებათა კონტროლის ცენტს.
მისი თქმით, ზოგ დამიანს საკვები მიაქვს მათთან, ზოგმა მანქანები აჩუქა ცენტრს საველე სამუშაოებისთვის. გამყრელიძე ყველა მათგანის მიმართ მადლიერებას გამოხატავს და აცხადებს, რომ მათ ცალ-ცალკეც კი გადაუხდის მადლობას.
„ბევრი ადამიანი მოდის და გვეხმარება, ზოგს საკვები მოაქვს, გვიანობამდე რომ არიან აქ ეპიდემიოლოგები მათთვის, ზოგმა მანქანები გვაჩუქა საველე სამუშაოებისთვის, ბევრმა კიდევ უკეთესად მოგვიწყო აქაურობა, კომპიუტერები გვაჩუქა. მადლობა ყველას. მე ამათ მერე ცალკე ვეტყვი მადლობას. მადლობა მინდა ვუთხრა ორ ადამიანს, რომლების არც გვარს ვიტყვი, არც სახელსაც, ადამიანი, რომელმაც 50 ლარი ჩარიცხა ჩვენს ანგარიშზე, მომწერა, რომ მეტი არ შემიძლიაო. ხოდა, რად გვინდა ახლა პოლიტიკა, გამაგებინეთ, არ გვინდა, არ გვინდა ...“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






