ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურში მოთავსებული ინფიცირებული 4 პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
„დილის შემდეგ მონაცემები არ შეცვლილა, უცვლელი სიტუაცია გვაქვს, რაც შეეხება ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ 80 წელს გადაცილებულ ქალს, როგორც მარინა ეზუგბაიამ განმარტა, მათთან მიმართებითაც დღეს დილის შემდეგ სიტუაცია არ შეცვლილა.
მისივე განმარტებით, 80 წელს გადაცილებული ქალბტონის მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება, სტაბილიზაციის გასვლის შემდგომმოსალოდნელია გაუმჯობესება.
„როგორც მოგახსენეთ, იმ ქალბატონთან მიმართებით მდგომარეობა ჯერჯერობით მძიმეა. კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება. გამოსავალზე ჯერ ვერ ვილაპარაკებთ. ასე თუ გაგრძელდება და სტაბილიზაცია მივიღეთ, ამ სტაბილიზაციის დადგომის შემთხვევაში, შეიძლება ვილაპარაკოთ და ვიფიქროთ, რომ შესაძლოა გაუმჯობესება დადგეს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
ამასთანვე, რაც შეეხება გუშინ მოთავსებულ ახალ პაციენტს მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას მხოლოს პნევმონია დაუდგინდა.
„კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევებით ჯერჯერობით, მხოლოდ და მხოლოდ, ორხრივი, მაგრამ მძიმე პნევმონია დასტურდება. სხვა კლინიკურ-ლაბორატორიული მონაცემებით გართულების სხვა მონაცემები არ გვაქვს“, - ეზუგბაიამ.
შეგახსნებთ, რომ ეზუგბაიას ინფორმაციით, საღამოს კვლევა 7 პაციენტზე ჩატარდა, შედეგი ხვალ გახდება ცნობილი.
მასალის გამოყენების პირობები






