''მასშტაბური ეპიდემიის ზღვარზე ვართ, შესაძლოა, გადაიზარდოს იტალიის მსგავს პროცესებში'' - ამირან გამყრელიძე
COVID-19 - 20:18, 28 Mar, 2020     2930
''მასშტაბური ეპიდემიის ზღვარზე ვართ, შესაძლოა, გადაიზარდოს იტალიის მსგავს პროცესებში'' - განცხადება ამის შესახებ დაავდებათა კონტროლის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პირველ არხთან ინტერვიუსას გააკეთა.
გამყრელიძე ამბობს, რომ სირთულე ქვეყანაში უდიდეს დღესასწაულს უკავშირდება.
მიუხედავად არსებული სირთულეებისა გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და დაემორჩილონ ჯანაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომედაციებს.

„საშიშროება სერიოზულია. მომავალი ოთხი კვირა, ერთი თვე იქნება ძალიან რთული. ამიტომ ყველამ დავიცვათ, ის, რასაც ჯანდაცვის უწყება და საქართველოს მთავრობა მოგიწოდებთ.

ეს ოთხი კვირა, მომავალი ერთი თვე ემთხვევა ყველაზე უფრო დიდ დღესასწაულს ქვეყანაში, ამიტომ მიუხედავად ყველაფრისა, მიჭირს ამის თქმა ახლა მოსახლეობისთვის, მაგრამ უპირველეს ყოვლისა უნდა დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა, მათი სიცოცხლე. მიუხედავად ყველაფრისა, უნდა დავემორჩილოთ მოწოდებებს და უნდა მივყვეთ რეკომენდაციებს, თუ არადა ამ ოთხი კვირის განმავლობაში დიდი საფრთხეა ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის განვითარების.’’- აღნიშნავს გამყრელიძე.

მისი თქმით, მოსახლეობა ეპიდემიას სერიოზულად არ აღიქვამს და ისევ თავისუფლად ქუჩაში გადაადგილდებიან. იგი მოუწოდებს საზოგადოებას რომ სოციალური დისტანცია ერთ-ერთი უმთავრესი იარაღია, ეპიდემიის წინააღდეგ ბრძოლაში.

''ვუყურებ, რომ მოეშვა ცოტა მოსახლეობა, დაბრძანდებიან ქუჩებში, იქნება მანქანით, თუ ფეხით, ისევ არის თავშეყრა. ვერავის აუკრძალავ, რომ რაღაცა უხაროდეს, მაგრამ ვართ საგანგებო ვითარებაში ქვეყანაში, ფართომასშტაბიანი ეპიდემიის ზღვარზე. ეპიდემია არის ქვეყანაში და შეიძლება, ეს გადავიდეს ისეთ უმართავ პროცესებში, როგორიც გახდა იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში და ხედავთ, ხომ რა ხდება იქ და კიდევ მრავალ ევროპულ ქვეყანაში, რომლებიც არიან გაცილებით ძლიერები ეკონომიკურად, გაცილებით ძლიერები ჯანდაცვის სისტემის თვალსაზრისით, ვიდრე საქართველო. ამის რეალური საშიშროება ქვეყანაში არის. ამიტომ, ვთხოვთ კიდევ ერთხელ ყველას, დავიცვათ ის რეჟიმი, რასაც გვეუბნება სახელმწიფო და ჯანდაცვის სფერო. სოციალური დისტანცირება გახლავთ ყველაზე მძაფრი იარაღი ეპიდემიასთან ბრძოლის. უნდა გავიჭირვოთ მინიმუმ ორი თვე მაინც, რომ ვიყოთ სახლებში, განსაკუთრებით ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადებებით ავადმყოფები, მაღალი რისკის მქონე ადამიანები. დაიცვას ყველამ კარანტინი.“, – განაცხადა გამყრელიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42