COVID-19 ით ინფიცირებული ბიზნესმენი ბენო ქაშაკაშვილმა , ''რადიო თავისუფლებასთან’’ ინტერვიუში ისაუბრა პანდემიის გავრცელებასა და ქვეყანაში არსბულ ვითარებაზე. მისივე თქმით საქართველოს არ ემუქრება ის რაც მოხდა იტალიაში. ინტერვიუში საუბრისას იგი ასევე აღნიშნავს, რომ მის მეუღლესაც აღენიშნება მსუბიქი ფორმით ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები.
„ანუ არ არის ისეთი რამ, რაც თქვენ შეიძლება წარმოიდგინოთ - რაღაც ისეთი „დაგეცეს თავში“, რომ ვერ დადიოდე, ხოხავდე. ღმერთმა დაიფაროს. აქ არის საუბარი იმაზე, რომ დაავადება შეიძლება გართულდეს და სახიფათო გახდეს სხვებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც სუსტი ჯანმრთელობა აქვს. ეს იყო მიზეზი ჩვენი მოსვლის და ეს არის მოთხოვნა და რეკომენდაცია ყველა ექიმის. და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვასრულებთ ყველაფერს, რასაც გვეუბნებიან“, -აცხადებს ბიზნესმენი.
მისივე განმარტებით, როცა დასრულდება სავალდებულო საკარანტინო რეჟიმი, განმეორებით ტესტირებას კვლავ ჩაიტარებს. ამავდროულად ბიზნესმენი აღნიშნავს რომ მედიის მიერ ნახსნეები ინფორმაცია, რომელიც რომანოვების შთამომავალის მიერ ვირუსის გავრცელებას ეხება ყოვლად უსაფუძვლოა.
„გული მწყდება, რომ ჟურნალისტებმა თქვეს, ვითომ ვიღაც რომანოვების შთამომავალმა ჩამოიტანა ვირუსი თბილისში, რომ იცოდეთ, რომანოვების მემკვიდრეს 100 წელია ეძებს მსოფლიო და ჯერჯერობით ვერ აღმოაჩინეს. ის ადამიანი ჩამოვიდა ჯანმრთელი, გაფრინდა ჯანმრთელი და ჯანმრთელად გრძნობს თავს. საერთოდ არავის არაფერი არ ჩამოუტანია. ვირუსს არ გააჩნია არც გეოგრაფია, არც ნაციონალობა და არასწორი ინტერპრეტირება რომ ხდება, ეს ჩემთვის უფრო მტკივნეულია, ვიდრე ქილიკი და შურისძიების მცდელობა“, - აცხადებს ქაშაკაშვილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ბენო ქაშაკაშვილმა და მისმა მეუღლემ 11 მარტს რესტორან „ვინოტელში“ მეგობრის გარდაცვალებიდან 40 დღის თავზე სადილი გამართეს, სადაც 20 ადამიანი ესწრებოდა.
წყარო: რადიო თავისუფლება
მასალის გამოყენების პირობები






