რუსეთის მიერ იტალიისთვის კორონავირუსთან საბრძოლველად გამოგზავნილი დახმარება სრულიად გამოუსადეგარი და უსარგებლო აღმოჩნდა
მსოფლიო - 17:33, 28 Mar, 2020     1531

რუსეთის მიერ იტალიისთვის გამოგზავნილი დახმარება კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად გამოუსადეგარი აღმოჩნდა- ამის შესახებ რომაელი მაღალჩინოსანი პოლიტიკოსები აცხადებენ.

რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით კორონავირუსისგან იტალიის ყველაზე დაზარალებულ რეგიონში, ლომბარდიაში გამოაგზავნეს სამხედრო მანქანები, სადაც მოწყობილი იყო სამედიცინო მედპუნქტები, რომლებიც უნდა გამოეყენებინათ დაზარალებული პაციენტების დასახმარებლად და აგრეთვე იტალიელი კოლეგების შესაბამისი რაოდენობის სამედიცინო აღჭურვილობით მოსამარაგებლად.

იტალიელი პოლიტიკოსების განცხადებით, რუსეთის მიერ გამოგზავნილი აღჭურვილობა კორონავირუსთან საბრძოლველად გამოუსადეგარია. დახმარება, რომელიც გამოაგზავნეს რუსეთიდან, ჩინეთის ხელისუფლების მიერ უსასყიდლოდ გადმოცემულ აღჭურვილობასთან შედარებით გამოუსადეგარი და უსარგებლო აღმოჩნდა იტალიის ჯანდაცვის უწყებისთვის.

ოფიციალურმა პეკინმა გამოაგზავნა საჭირო რაოდენობის პირბადეები, რესპირატორული აღწურვილობა და უშუალოდ ექიმები, რომლებსაც კორონავირუსთან ბრძოლაში უხანში დაგროვილი გამოცდილება გააჩნდათ. რუსეთის გამოგზავნილი აღჭურვილობა და სპეცსისტემები გათვლილია არა კოვიდ 19-ის ვირუსის, არამედ როგორც ჩანს აღნიშნული მოწყობილობები მეტწილად გათვლილია ქიმიური ან ბიოლოგიური ომის საწინააღმდეგოდ- მათ შორისაა ქიმიური-ბაქტერიული სტერილიზაციის საველე ლაბორატორია.

რუსი სამხედრო მედიკოსების ჯგუფი კი არიან სპეციალისტები მხოლოდ ბიოლოგიურ და ქიმიურ სფეროში- მათ კონკრეტული უნარები და გამოცდილება არ გააჩნდათ კოვიდ 19-ის ვირუსთან ბრძოლაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42