სახმრეთ კორეაში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ გატარებულმა ზომებმა, "აგრესიული ტესტირების" ფართო მასშტაბებმა და ჯანდაცვის სისტემის ეფექტურმა მუშაობამ უკვე შედეგი გამოიღო- ბოლო ინფორმაციით, სამხრეთ კორეაში დაავადებისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანთა რაოდენობა უფრო მეტია ვიდრე ის პაციენტები, რომლებიც ამ დრომდე საავადმყოფოებში იმყოფებიან და კოვიდ 19-ზე მკურნალობას უტარებენ.
კორეის ჯანდაცვის უწყების განცხადებით, უკვე 4811 ადამიანი გაიწერა საავადმყოფოებიდან. ბოქსირებულ განყოფილებებსა და პალატებში კი სადაც მკურნალობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს ამ დროისთვის კორონავირუსისგან დაავადებული 4523 ადამიანი იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეა „ტოტალური ტესტირების მეთოდზე“ გადავიდა, მასშტაბურად შემცირდა დაავადების გავრცელება მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. კორეაში შეიქმნა სპეციალური კარვები, სადაც მსურველებს დღემდე შეუძლიათ მივიდნენ მანქანით, უფასოდ ჩაიტარონ ტესტირება მანქანიდან გადმოუსვლელად- მათ უღებენ ნაცხს პირის ღრუდან და აგრეთვე ცხვირის ნესტოებიდან, სიცხეს უზომაბენ და მათ მონაცემებს იწერენ. გამოკვლევის შედეგები, არის თუ არა პაციენტი ვირუსის მატარებელი, რამდენიმე საათის შემდეგ მათ ტელეფონზე შეტყობინების სახით მისდით.
მასალის გამოყენების პირობები






