იმის ფონზე, რომ კორონავირუსით იტალიაში უმძიმესი ვითარებაა შექმნილი, სასიხარულო ინფორმაციებიც ვრცელდება გამოჯანმრთელებულთა მასშტაბური რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით. ბოლო მონაცემებით, 11 000-მდე ადამიანი უკვე გამოაჯანმრთელეს დაავადებისგან და უმრავლესი მათგანი სახლში გაწერეს.
იტალიური მედიის ინფორმაციით, ქალაქ რიმინიში კორონავირუსით დაინფიცირებული 101 წლის მამაკაცი, რომელიც ევროპაში ესპანური გრიპის გავრცელების დროს , 1919 წელს დაიბადა სრულად გამოჯანმრთელდა. იგი წინა ხუთშაბათს იქნა საავადმყოფოში ჰოსპიტალიზებული, თუმცა 8 დღე სრულიად საკმარისი აღმოჩნდა მისი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და კოვიდ 19-ის ვირუსის დასამარცხებლად. აღნიშნულ მოვლენას გამოეხმაურა ქალაქის მერი, გლორია ლისიც, რომელმაც ფაქტს არაჩვეულებრივი და ფაქტს იმედის მომცემი უწოდა იტალიელებისთვის, რომლებიც უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებიან კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების გამო.
ლისიმ აღნიშნა, რომ მამაკაცი დაიბადა 1919 წელს, მაშინ როდესაც კონტინეტზე ესპანური გრიპის პანდემია მძვინვარებდა. აღნიშნულმა დაავადებამ 1918-იდან 1920 წლამდე სულ 50 მილიონი ადამიანი მოკლა.
მასალის გამოყენების პირობები






