კორონავირუსით დაღუპულთა და დაინფიცირებულთა რაოდენობა ყოველწამიერად იცვლება- მხოლოდ უკანასკნელ 24 საათში დაავადებულთა რაოდენობა თითქმის 100 000-ით გაიზარდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების საფუძველზე დგინდება, რომ ეპიცენტრის მთავარ კერას დღეს ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენს, სადაც 1 დღე-ღამის განმავლობაში დაავადებულთა 19 029 შემთხვევა აღინიშნა, რაც ამ დროდე ანტირეკორდს წარმოადგენს- აშშ-ში დაინფიცირებულთა რიცხვი კი უკვე 104 256-ია. გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობაც - 312 ადამიანი გარდაიცვალა ზემოხსენებული ვირუსისგან.
უმძიმესი ვითარებაა იტალიაშიც, სადაც უკვე ფატალური შემთხვევების რაოდენობის ამსახველი შემზარავი მონაცემები ვრცელდება- ვირუსისგან 9134 ადამიანი გარდაიცვალა. გაზრდილია კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა რიცხვიც- ამ დროისთვის 3732 ადამიანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
ესპანეთი მეორე ქვეყანაა უკვე იტალიის შემდეგ, სადაც გარდაცვლილთა მასშტაბები 5000-ს გასცდა და ამ დროისთვის 5138-ს შეადგენს. დაავადებულთა შემთხვევებმა კი უკვე 65 719-ს გადააჭარბა.
მასშტაბურად იზრდება აგრეთვე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც - ბოლო ინფორმაციით 133 373 ადამიანი გამოჯანმრთელდა და გაიწერა .
მასალის გამოყენების პირობები






