'' ფქვილის წარმოების პროცესში შეფერხება არ არსებობს, მარაგები საკმარისია “- სოფლის მეურნეობის მინისტრი
საზოგადოება - 10:47, 28 Mar, 2020     460

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ახორციელებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი შპს ,,ჯეომილის“ წისქვილკომბინატში იმყოფებოდნენ და არსებულ მარაგების შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნენ.

„ფქვილის წარმოების პროცესში შეფერხება არ არსებობს, მარაგებიც საკმარისია. ჩვენს მიერ შემუშავებული „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, წისქვილკომბინატებს საშუალება ეძლევათ მეტი მარაგები შექმნან და ფქვილზე სტაბილური ფასი შეინარჩუნონ“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება ყველა მსხვილ წისქვილკომბინატში ფქვილის წარმოების და ფასის მონიტორინგი.

როგორც შპს „ჯეომილის“ გენერალურმა დირექტორმა, ბესიკ ბეჟაშვილმა აღნიშნა, არსებული მარაგები და საწარმოს სიმძლავრე კომპანიას შესაძლებლობას აძლევს, ადგილობრივ ბაზარზე ფქვილის მიწოდება შეუფერხებლად განახორციელოს. წისქვილკომბინატის წარმადობა დღეში 500 ტონას შეადგენს. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია, სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით, მთელ ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება.

წისქვილკომბინატი აღჭურვილია შვეიცარიულ-გერმანული წარმოების მანქანა-დანადგარებით. საწარმოში ერთდროულად 35 000 ტონა ხორბლის შენახვაა შესაძლებელი. ხორბლისა და ფქვილის კონტროლი ევროპული დანადგარებით აღჭურვილ ლაბორატორიაში ხდება. შპს „ჯეომილი” ფლობს ISO 9001 და ISO 22000 სერტიფიკატებს. კომპანიაში 100 ადამიანია დასაქმებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42