„აქ ყოფნა საშიშია, დაგვაბრუნეთ! დანიშნონ სპეცრეისი“ - გერმანიაში მყოფი ქართველი სტუდენტები ხელისუფლებას მიმართავენ
COVID-19 - 20:42, 27 Mar, 2020     2744
გერმანიაში ჩარჩენილი ქართველი სტუდენტები დახმარებას ითხოვენ. "ნიუპოსტთან" საუბარში თამარ ბერიაშვილი და დეა ხერგიანი აცხადებენ, რომ ისინი სამშობლოში პირველ მაისს უნდა დაბრუნებულიყვნენ, თუმცა ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, მათი დროებითი სამსახურები დაიკეტა და ქალაქ ვუსტროვში, კიდევ ერთ ქართველ სტუდენტთან, ერთად საერთო საცხოვრებელში უწევთ ღამის გათევა. ავიარეისი კი, რომელიც პირველ მაისს უნდა შესრულებულიყო ავიაკომპანია "ვიზიარმა" გააუქმა.

დეა ხერგიანის თქმით, ქვეყანაში COVID 19-ით გარდაცვალებულთა და ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად მატულობს. ბოლო მონაცემებით საშიშ ვირუსს 304 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რიცხვმა კი 49 344 ადამიანს გადააჭარბა.

ქართველი სტუდენტები ამბობენ, რომ დაინფიცირების რისკი მაღალია, რადგან ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს - არ იცავენ სოციალურ დისტანციას, არ უკეთიათ პირბადეები და მუნიციპალური ტრანსპორტითაც ხშირად სარგებლობენ.

ქართველი სრუდენტების თქმით, მათ ქალაქში დაწესებულებები სულ რამდენიმე დღის წინ დაიხურა, რაც შეეხება საერთო საცხოვრებელს, მათი თქმით, ვინაიდან იქ უამრავი ადამიანი ირევა, დაავადების ალბათობაც მაღალია.

"როგორც კი სამსახურებიდან გაგვათავისუფლეს, იმ დღესვე დავუკავშირდით, პაატა ბურჭულაძის ფონდ "იავნანას", ავუხსენით ის მძიმე მდგომარეობა, რომელშიც აღმოვჩნდით, მათ შორის ფინანსურ მდგომარეობაზე მივაწოდეთ ინფორმაცია, ვუთხარით, რომ კიდევ ერთი ბილეთის შეძენას ვერ შევძლებდით. აღსანიშნავია, რომ ფონდმა მალევე მოახდინა რეაგირება და გვაცნობეს, რომ ჩვენი ბილეთები უკვე დაჯავშვნილია და რეისი ბერლინი-თბილისის 3 აპრილს შედგებოდა. თუმცა რამდენიმე დღის წინ გავარკვიეთ, რომ ქართულმა კომპანია "აირზენამ" ფრენა გააუქმა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციასაც გავეცანით, და გერმანიიდან საქართველოს მიმართულებით უახლოესი ორი კვირის მანძილზე სპეცრეისის დანიშვნაზე საუბარი საერთოდ არ არის"- აცხადებს დეა ხერგიანი.

მისი თქმით, გერმანიაში ძალიან ბევრი ქართველი სტუდენტია, რომელიც ავიარეისის დანიშვნას ელოდება.

"ჩემს ირგვლივ 9 ქართველი სტუდენტია, რომელიც სამშობლოში დაბრუნებას ითხოვს. ბერლინი-ბათუმიმის მიმართულებით ბოლო ავიარეისი 23 მარტს შედგა. ჩვენი ინფორმაციით, 10 ახალგაზრდას "იავნანამ" სწორედ ამ რეისზე შეუძინა ბილეთები. ისიმი ამჯერად საკარანტინო ზონაში, იზოლაციაში იმყოფებიან. მინდა ვთხოვო, საქართველოს მთავრობას, რაც შეიძლება მალე ჩანიშნოს ფრენა, რომ საქართველოში დავბრუნდეთ. აქ ყოფნა საშიშია"- აღნიშნა "ნიუუპოსტთან" თამარ ბერიაშვილმა.

სტუდენტები აღნიშნავენ, რომ გერმანიაში საქართველოს საკონსულოსთან ხშირი კონტაქტი აქვთ, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ვერ ეუბნებიან როდის შეძლებენ საქართველოში გამოფრენას და ავიაკომპანია "აირზენასთან" ამისამართებენ.

"ვინაიდან დარწმუნებულები ვიყავით, რომ ჩვენი ფრენა 3 აპრილს შედგებოდა, საერთო საცხოვრებლის ხელმძღვანელს ვუთხარით, რომ ბინას ამ დროსითვის დავცლიდით, სამი აპრილის შემდეგ რა იქნება არ ვიცით... ჯერ-ჯერობით მცირედი დანაზოგით გაგვაქვს თავი. ერთადერთი თხოვნა გვაქვს, დანიშნონ სპეცრეისი!"- აღნიშნა დეა ხერგიანმა.

რაც შეეხება წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს, საიდანაც სტუდენტები გერმანიაში სპეციალურ კურსებზე გაუშვეს, სტუდენტები ამბობენ, რომ სასწავლებლის ხელმძღვანელობამ მათ მხოლოდ საქველმოქმედო ორგანიზაციების მეილები გაუგზავნა.

"ნიუპოსტმა" ქართველ სტუდენტებს ჰკითხა, რას ფიქრობენ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ინიციატივაზე, რომელიც ხელისუფლებას ქართველი ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნების საქმეში დახმარებას სთავაზობს.

"თუ ამას პოლიტიკური სარჩული არ აქვს, რატომაც არა...ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ცხელი წერტილებიდან ჩვენი მოქალაქეები სამშობლოში დავაბრუნოთ. ამ ეტაპზე ჩვენი მიმართვის მთავარი ადრესატი საქართველოს ხელისუფლებაა - ყველაფერი იღონეთ და საქართველოში დაგვაბრუნეთ. აქ ინციცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა ყოველწუთიერად იცვლება და იცვლება ნეგატიურად"- განაცხადეს ქართველმა სტუდენტებმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42