"კორონავირუსი გარდაიქმნება რესპირაციულ ინფექციად, რომლის მსგავსებსაც დღევანდელი მედიცინა ერევა" - ამირან გამყრელიძე
COVID-19 - 18:26, 27 Mar, 2020     2387


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე დარწმუნებულია, რომ კორონავირუსული ინფექციის პანდემია 2020 წელს დამთავრდება.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, მას იმედი აქვს და დაწრმუნებულია, რომ ეს ინფექცია გარდაიქმნება ისეთივე ჩვეულებრივ რესპირაციულ ინფექციად, როგორიც ყოველწლიურად გვხვდება სხვადასხვა ვირუსით გამოწვეული ინფექციების დროს და რომლებსაც რომლებსაც დღევანდელი მედიცინა ერევა.

მისი განმარტებით, ინოვაციური განვითარების საუკუნეში, მედიცინა უფრო ადვილად დასძლევს ამ გამოწვევას, ვიდრე ეს იყო წინა საუკუნის დასაწყისში „ისპანკას“ ვირუსის დროს.

„კორონავირუსული ინფექციის პანდემია 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევაა. ალბათ, ეს მოსალოდნელი და პროგნოზირებადი იყო, რომ 21-ე საუკუნეში კაცობრიობის განვითარების მთავარი ლოკომოტივი, ერთი მხრივ, იქნება ბიოტექნოლოგიური მიმართულებები, მეორე მხრივ კი, კლიმატის ცვლილებისა და გლობალური დათბობის გამო ყველაზე დიდ პრობლემებსა და გამოწვევებს შევხვდებით ბიოლოგიურ ახალ მუტირებულ აგენტებთან და ვირუსებთან დაკავშირებით. ამიტომ ინოვაციური განვითარების საუკუნეში, მედიცინა უფრო ადვილად დასძლევს ამ გამოწვევას, ვიდრე ეს იყო მე-20 საუკუნის დასაწყისში „ისპანკას“ ვირუსის დროს. ინოვაციური იდეები მოდის ახალგაზრდებისგან, ეს იდეები ძალიან სწრაფად ნახულობენ იმპლემენტაციას ცხოვრებაში, ვინაიდან ამაში ახალგაზრდა თაობაა ჩართული. მთავარია, რომ ჩვენ, უფრო გამოცდილმა თაობამ, სახელმწიფომ, კერძო სექტორმა და ფართო საზოგადოებამ გამოვიჩინოთ სოლიდარობა, დიდი სამოქალაქო და სახელმწიფო პასუხისმგებლობა. ყველა იმ გამოწვევას, რაც საზოგადოებას 21-ე საუკუნეში შეხვდება, აუცილებლად დავძლევთ. დარწმუნებული ვარ, კორონავირუსული ინფექციის პანდემია 2020 წელს დამთავრდება. კორონავირუსული ინფექცია გარდაიქმნება ისეთივე ჩვეულებრივ რესპირაციულ ინფექციად, როგორიც ჩვენ ყოველწლიურად გვხვდება სხვადასხვა ვირუსით გამოწვეული ინფექციების დროს, რომლებსაც დღევანდელი მედიცინა ერევა“, - განაცხადა გამყრელიძემ.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42