საქართველოში გავრცელბული პანდემიის გამო ჯანდაცვის სამინისტრომ შესაბამის ღონისძიებებში და შესყიდვებში დაახლოებით 8 მილიონი ლარი დახარჯა. ინფორმაციას ''ინტერპრესნიუსი'' ავრცლებს.
ჯანდაცვის სამინისტროს დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს უფროსის ეკა ადამიას განცხადებით, დაგეგმილი და მიმდინარე შესყიდვების გათვალისწინებით რეალური დანახარჯი გაცილებით მეტი იქნება.
„ეს თანხა ეხება შესყიდვებს, თუ კი რამე სტრატეგიული მარაგია ჩვენს მიერ შესყიდული. ეს არის სუნთქვის აპარატები, რომლებიც დავარიგეთ კლინიკებში, სადეზინფექციო ხსნარები, მონიტორები, სამედიცინო აპარატურა, ასევე შესყიდულია პირადი დაცვის საშუალებები და აღარ ჩამოვთვლი, ძალიან ბევრი რამე შედის მასში. ასევე, იყო საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად და უზრუნველსაყოფად შესყიდვები განხორციელებული. ამ თანხაში ასევე იგულისხმება ტესტები, რომელსაც ვყიდულობთ და ძალიან სერიოზული თანხა მიდის ამაზე,“- აღნიშნა ეკა ადამიამ.
მასალის გამოყენების პირობები






