ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ღებრეიესუსმა კორონავირუსის საფრთხესა და ამ მხრივ მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ქვეყნებმა, რომლებმაც კარანტინი გამოაცხადეს, ეს დრო ვირუსის დასამარცხებლად უნდა გამოიყენონ, ასევე მნიშვნელოვანია, სისტემების შემუშავება ყველა საეჭვო შემთხვევის გამოსავლენად და ტესტირების ხელმისაწვდომობა.
„ეს ვირუსი ძალიან სახიფათოა და ამ დროისთვის უკვე 16 ათასამდე დაღუპული გვყავს. უკვე ორი თვეა ვაცხადებთ, რომ ეს ვირუსი ხალხის ნომერ პირველი მტერია. ვაფრთხილებთ მსოფლიოს, რომ შესაძლებლობების ფანჯარა სულ უფრო ვიწროვდება და მოქმედების დრო ერთი თვის ან ორი თვის წინ იყო. ვფიქრობ, რომ ჩვენ გავუშვით პირველი შესაძლებლობა, თუმცა დღეს გაფრთხილებთ, რომ აღარ უნდა გავუშვათ ხელიდან მეორე შესაძლებლობა“,- განაცხადა ტედროს ღებრეიესუსმა.
მასალის გამოყენების პირობები






