იაპონიაში საზოგადოება არ ითვალისწინებს მთავრობის რჩევებს და სხვა ქალაქებშიც შეიმჩნევა მასობრივი გადაადგილებები ქუჩებში. ტოკიოში , მდინარე მეგუროსთან ხალხის განსაკუთრებული შეკრებაა- ადამიანები ალუბლის ყვავილობის პროცესის სანახავად არიან მოსულნი. გავრცელებული ფოტო-ვიდეო მასალით დგინდება, რომ მათი გარკვეული ნაწილი ატარებს პირბადეებს, უმრავლესობას კი ნიღაბის საერთოდ არ აქვს.
წელიწადის ამ დროს იაპონიაში ყოველთვის აღინიშნება ალუბლის ყვავილობის სეზონი, რაც გულისხმობს იმას რომ, მთელი კვირის განმავლობაში ადამიანები იკრიბებიან პარკებსა და საჯარო ტერიტორიებზე, აწყობენ პიკნიკებს და მეგობრებთან ერთად აღნიშნავენ გაზაფხულის დადგომას.
ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს, ნუ უყურებენ პანდემიას ესე უდარდელად და არასერიოზულად. იაპონიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყველაზე მასშტაბური რაოდენობა სწორედ გუშინ დაფიქსირდა, თუმცა მთავრობის თხოვნას სოციალურ დისტანცირებაზე ამ დრომდე ნაკლები ეფექტი აქვს.
მასალის გამოყენების პირობები






