კორონავირუსი უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდა და თითქმის ყველა ქვეყანა მოიცვა. მას შემდეგ რაც ჩინეთისა და სახმრეთ კორეის მსგავსად ქვეყნებმა დაიწყეს სწრაფი ტესტების ათვისება, იზრდება დაინფიცირებულთა რაოდენობის გამოვლენა - ადამიანების ორგანიზმის უდიდეს ნაწილში ინფექციის განვითარება სუსტი გამოვლენით ან საერთოდ უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
უკანასკნელი მონაცემების თანახმად, დაავადების 423 000-ზე მეტი შემთხვევაა, რომელთაგან ფატალური 18 906 აღმოჩნდა. მათგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი ნელი ტემპებით თუმცა, ყოველდღიურად მიმდინარეობს და უკვე თითქმის 110 000 პაციენტს შეადგენს. ვირუსის ეპიცენტრად ისევ ევროპა რჩება- 24 მარტს უკანასკნელ 24 საათში იტალიაში 743 ადამიანი გარდაიცვალა და დაინფიცირების 5249 შემთხვევა აღინიშნა.
შექმნილი ვითარების ფონზე მსოფლიოს სახელმწიფოების მთავრობებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გაზარდონ კარანტინის ვადა. მალაიზიის პრემიერ-მინისტრის თქმით, იზოლაცია 14 აპრილამდე გასტანს. სამხრეთი კორეის გადაწყვეტილებით, ისინი გაუგზავნიან სამედიცინო აღჭურვილობას აშშ-ში. უმძიმესი მდგომარეობაა აგრეთვე ესპანეთშიც, სადაც დაღუპულთა რიცხვი ყოველდღიურად რამდენიმე ასეულს აჭარბებს- უკვე თითქმის 3000 ადამიანი დაიღუპა კოვიდ 19-ის ვირუსისგან, ხოლო 2500-ზე მეტი ისევ კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება- მათ უმრავლესობას მწვავე რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არიან მიერთებულნი.
მასალის გამოყენების პირობები






