"საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მნიშვნელოვანი მატება იქნება, ალბათ ერთეული ლეტალური შემთხვევებიც გვეყოლება " - თენგიზ ცერცვაძის პროგნოზი
COVID-19 - 21:44, 24 Mar, 2020     1985

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე ფიქრობს, რომ ახლოეს დღეებში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა მნიშვნელოვანი მატება იქნება.

იგი არ გამორიცხა, რომ მატება ყოველდღიურად ორნიშნა ციფრითაც იყოს, მედიკოსი ლეტალურ შემთხვევებსაც არ გამორიცხავს, თუმცა იმედოვნებს, რომ საქართველო მაჩვენებლებით როგორც აქამდე, მომავალშიც დიდ დისტანციაზე იქნება ევროპული ქვეყნების მონაცემებთან.

„ჯერ ყოველდღიურად მატება მხოლოდ ერთნიშნა იყო. შეიძლება, ორციფრიანზე ავიდეთ, სამციფრიანს კი, მე პირადად არ ველოდები. თუმცა შეუძლებელი არაფერია. აშშ-ში, სადაც 7 500 შემთხვევა იყო ერთ დღეში, ეს უკვე ოთხ-ციფრიანი მატებაა. ველოდები, რომ ჩვენთან მატება იქნება დადასტურებული შემთხვევების. ასევე, ასეთ კარგ იზოლაციაში ვერ დავრჩებით, რომ არც ერთი გარდაცვლილი არ გვყავს. სამწუხაროდ, ასე ვერ დავრჩებით. ალბათ, გვეყოლება ერთეული ლეტალური შემთხვევებიც. ეს ჩემი პროგნოზია და ვფიქრობ, ასე იქნება. ასევე ჩემი პროგნოზია ერთი მკაფიო რამ, ჩვენ რაოდენობით საკმაოდ სოლიდურ დისტანციაზე მივყვებოდით დანარჩენ მსოფლიოს და დანარჩენ ევროპას, ჩემი რწმენა და შეიძლება, სურვილია, რომ როცა პიკი იქნება და შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს, არ მივაღწევთ ევროპის ქვეყნების დონეს, სადაც კატასტროფული სიტუაციაა. მას ისევ სოლიდურ დისტანციაზე გავყვებით. ანუ იქ თუ პიკი იყო ათასები, ჩვენთან პიკი ასეულები იქნება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 70 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან რვა პაციენტი გამოჯანმრთელდა. მათგან ნაწილმა კლინიკა უკვე დატოვა.

ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში კი გუშინ მკაცრი კარანტინი გამოცხადდა.

COVID 19 - რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ იხილეთ აქ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42