თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რო მათგან ერთ-ერთი ინფექციურ საავადმყოფოშია განთავსებული.
მისი ინფორმაციით, ახალი პაციენტი ამ ეტაპზე არ ფასდება როგორც პრობლემური, მისი კვლევები გაგრძელდება და მისი პროგნოზული მდგომარეობა 48 საათიანი კვლევების დინამიკით შეფასდება.
„დილის შემდეგ გაიზარდა ინფიცირებულთა დადასტურებული რაოდენობა, დილით იყო 66 და ამ დროისთვის არის 70 პაციენტი. აქედან 1 არის ჩვენს ცენტრში დადასტურებული და 3 სხვა კლინიკაში. ჯამში ჩვენს კლინიკაში ამჟამად 33 პაციენტია. დაემატა ერთი პაციენტი, რომელმაც დატოვა კლინიკა, ამ ეტაპზე 9 გაწერილი პაციენტი გვყავს.
კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი ამ ეტაპზე არ ფასდება როგორც პრობლემური პაციენტი მისი კვლევები გაგრძელდება და 48 საათიანი კვლევების დინამიკით შევაფასებთ შემდგომში მის პროგნოზულ მდგომარეობას. ამჟამად უცვლელია და კვლავ მძიმეა 3 პაციენტის მდგომარეობა ,“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






