ბიზნესომბუდსმენის მიხეილ დაუშვილის განცხადებით, კორონავირუსის წიინაღმდეგ საბრძოლველად შექმნილ ფონდში, (StopCoV) ამ დროისათვის დაახლოებით 5 მილიონი ლარია შეგროვებული.
აღნიშნული თანხა, გამჭირვალე სისტემით საზოგადოებაში არსებულ ყველაზე მოწყვლად სოციალურ ჯგუფებს მოხმარდება.
"ფონდში ჩარიცხული თითოეული თეთრი და ლარი დაიხარჯება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. როგორც ჩარიცხვა, ისე ამ თანხების ხარჯვა იქნება სრულად გამჭვირვალე და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, საჯარო ინფორმაციის სახით, მიიღოს ინფორმაცია, თუ რა მიზანს და საჭიროებას მოხმარდა ფონდში აკუმულირებული თანხა", — განმარტა ბიზნესომბუდსმენმა, მიხეილ დაუშვილმა.
შეგახსნებთ, რომ კერძო სექტორმა და მოქალაქეებმა, კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარების სურვილის გამოთქმის შემდეგ, შექმნა ფონდი StopCov. აღნიშნულ პლატფორმაზე არსებული ყველა ინფორმაცია თუ ინიციატივა საჯაროდ თავსდება.
მასალის გამოყენების პირობები






