“ბევრ ქვეყანაში მყავს მეგობარი, ყველა მეუბნება, რომ საქართველო ძალიან კარგად უმკლავდება ამ გამოწვევას, კორონავირუსს”_ ნინო სურგულაძე
COVID-19 - 15:51, 24 Mar, 2020     797


მსოფლიოში აღიარებული მეცო-სოპრანო, ნინო სურგულაძე კორონავირუსით გამოწვეულ მდგომარეობას ეხმაურება და წერს ,რომ ამაყია ჩვენი სამედიცინო პერსონალით.

მისი თქმით, სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველო მოსალოდნელ საფრთხეს ძალიან კარგად უმკლავდება, მიუხედავად ამისა არ უარყოფს ,რომ არიან ადამიანები რომელთაც საფრთხის სერიოზულობა არ გაუცნობიერებიათ და საშიშორებას წარმოადგენენ,როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვებისთვისაც.

ნინო სურგულაძე საზოგადოებას მოუწოდებს, რომ არ ჩაუყარონ გაწეული შრომა ფრონტის ხაზზე მყოფთ და დავრჩეთ სახლში და სჯერა ,რომ ერთიანობით ყველა სირთულეს გადავლახავთ.

„მსოფლიო საშიშ ვირუსს ებრძვის, არ დარჩა ადამიანი, ვინც ამაზე არ ფიქრობს, ძირითადად მაღალი სამოქალაქო შეგნებით, თუმცა ისეთებიც არიან, ვინც საფრთხეს რეალურად არ აღიქვამს და თავად ხდება სხვებისთვის საფრთხე. ახლაც ყველაზე მეტი იმედით, მილიონობით ადამიანი შესცქერის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს და ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩვენ ამ სფეროშიც გამორჩეული პროფესიონალები გვყავს და განსაკუთრებულად გვეიმედებიან, ბევრ მადლობას იმსახურებენ და დიდ დაფასებას თუნდაც იმით, რომ საკუთარ თავს გავუფრთხილდეთ და ამით შევუმსუბუქოთ ტვირთი, რომელიც ახლა ყველაზე მეტად აწევთ…ვფიქრობ, მადლობას იმსახურებს ჩვენი მთავრობა, ჩვენი პრემიერ-მინისტრი და ჯანდაცვის მინისტრი, რომლებიც კოორდინირებულად ყოველდღიურად, მგონი, მართლა შეუძლებელს აკეთებენ და მაქსიმალურად გვიცავენ. მე ბევრ ქვეყანაში მყავს მეგობარი, ეს პრობლემა ყველას ერთნაირად გვაწუხებს, მაგრამ ყველა მეუბნება, რომ საქართველო ძალიან კარგად უმკლავდება ამ გამოწვევას, ქართველი ექიმების შრომით და მიღწევებით აღფრთოვანებულები არიან. მთელი მსოფლიო მტკივა ახლა, განსაკუთრებით საქართველოსთან ერთად იტალია, სადაც ასეთი რთული სიტუაციაა და როცა ამას ვაცნობიერებ, მერე უფრო მეტად ვხვდები, საქართველომ აქამდე რამდენი შეძლო. ნუ ჩავუყრით ამ შრომას წყალში ჩვენს ექიმებს, ჩვენს მთავრობას, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, დავრჩეთ სახლში, შევამციროთ რისკები, მეტი საშუალება მივცეთ მათ, ვისაც ეს ეხება და გამოსდის, სიტუაცია უკეთესად მართონ, დავეხმაროთ ჩვენი სიფრთხილით მათაც და პირველ რიგში, საკუთარ თავს, ახლობლებს, მშობლებს, ოჯახებს, მეგობრებს… საქართველომ ბევრი გადაიტანა უახლოეს წარსულში, მათ შორის ორი ომი, მაგრამ ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება ერთიანად მოქმედება, იმიტომ, რომ უხილავ მტერს ვებრძვით, რომლის წინააღმდეგ ჯერ ვაქცინა არ არსებობს და მხოლოდ ერთი რამ მოგვეთხოვება – სახლში დარჩენა და ერთმანეთზე ზრუნვა. ესეც გაივლის, ამასაც გავუმკლავდებით თუ ერთად ვიქნებით“ _ დაპოსტა თავის ფეისბუქ გვერდზე ნინო სურგულაძემ.

შეგახსენებთ რომ რომჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, WHO-მ (ჰანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია) კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გმოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია ინფექციის აქამდე უცნობი შტამით.ამჟამად საქართველოში დაავადებულია 67, ხოლო მათ შორის გამოჯანმრთელებულია 9 ადამიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42