თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილებების უფროსის, მარინა ენდელაძის, განცხადებით საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევიდან ერთი 15 წლის მოზარდია .
მარინა ენდელაძის თქმით, 3 შემთხვევა გამოვლინდა აჭარაში, ხოლო 4 თბილისში. 4 პაციენტი ამერიკის შეერთებული შტატებიდანაა ჩამოსული და ისინი წარმოადგენენ ახალ კლასტერს.
„დღეს გამოვლინდა კიდევ 4 ახალი ინფიცირებული, რომლებიც არიან ამერიკიდან ჩამოსულები, ანუ არ არის შიდა გადაცემა. მათი მდგომარეობა მძიმე არ არის. ერთი მათგანი კი, 15 წლის ბავშვია. მათი ზოგადი მდგომარეობა მძიმე არ არის. ჩატარდება კვლევები და დაიწყება მკურნალობა “- განაცხადა მარინა ენდელაძემ.
ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 61 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან რვა პაციენტი გამოჯანმრთელდა. მათგან ნაწილმა კლინიკა უკვე დატოვა.
ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში კი გუშინ მკაცრი კარანტინი გამოცხადდა.
COVID 19 - რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ იხილეთ აქ
მასალის გამოყენების პირობები






