მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემია ჩქარდება
იგი აცხადებს, რომ იმიმდინარე კვირაში მიმართავს დიდი ოცეულის ქვეყნების ლიდერებს და მათ დამცავი აღჭურვილობის წარმოების გასაზრდელად თანამშრომლობას სთხოვს.
„ვაღიარებთ, რომ არსებობს ეფექტიანი მკურნალობის მწვავე საჭიროება. ამჟამად არ არსებობს მკურნალობა, რომლის ეფექტიანობა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ დადასტურებულია. შესანიშნავია იმ ენერგიის ხილვა, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ კვლევებისკენ არის მიმართული. გამარჯვებისთვის ჩვენ კორონავირუსს უნდა შევუტიოთ აგრესიული და მიზნობრივი ტაქტიკით – ტესტირება ჩავუტაროთ ყველა შესაძლო ინფიცირებულს, თითოეული დადასტურებული შემთხვევისას იზოლაცია და მეთვალყურეობა მოვახდინოთ და გამოვავლინოთ და კარანტინში მოვათავსოთ ახლო კონტაქტში მყოფი ყველა პირი. მედიკოსებს საკუთარი საქმის ეფექტიანად შესრულება შეუძლიათ მხოლოდ მაშინ, თუ მათ საქმის გაკეთება უსაფრთხოდ შეუძლიათ, ჩვენ კვლავ ვიგებთ შემაშფოთებელ ცნობებს მსოფლიოდან ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებს შორის ინფიცირების დიდი რაოდენობის შესახებ… ყველაფერი სწორადაც რომ გავაკეთოთ, თუ მედიკოსების დაცვას პრიორიტეტს არ მივანიჭებთ, ბევრი ადამიანი დაიღუპება, რადგან ექიმი, რომელსაც მათი სიცოცხლის გადარჩენა შეეძლო, ავად არის“, – განაცხადა ორგანიზაციის დირექტორმა.
მასალის გამოყენების პირობები






