აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე კორონავირუსით ინფიცირების, აჭარაში გამოვლენილ სამ ახალ შემთხვევაზე საუბრობს. იგი ამბობს, რომ პაციენტს, რომელიც ბათუმში, სასტუმრო ჰილტონში იზოლაციაში იმყოფებოდა სამშობლოში სპეციალური რეისით დააბრუნებენ.
მისივე თქმით, სამივე ახალ ინფიცირებულს უცხოეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და სამივე შემთხვევა იმპორტირებულია. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია.
„ყველა კონტაქტი არის იდენტიფიცირებული. აღნიშნული პირი ექვსი დღეა, იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, არის ჩრდილოეთ ევროპიდან, მფრინავია და საქართველოში შემოვიდა, ვიდრე საჰაერო სივრცე ჩაიკეტებოდა. ბუნებრივია, სასტუმროში გატარდა შესაბამისი ზომები. ამ მოქალაქეს საკუთარი ქვეყანა სპეცრეისით დააბრუნებს საკუთარ სამშობლოში“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ
მინისტრის ინფორმაციით, ორმაგი მოქალაქეობა აქვს მეორე ინფიცირებულს, ის აშშ-საქართველოს მოქალაქეა.
ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 61 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან რვა პაციენტი გამოჯანმრთელდა. მათგან ნაწილმა კლინიკა უკვე დატოვა.
ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში კი გუშინ მკაცრი კარანტინი გამოცხადდა.
COVID 19 - რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ იხილეთ აქ
მასალის გამოყენების პირობები






