თბილისის ინფექციური კლინიკის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძე ამბობს, რომ კორონავირუსით საერთო ჯამში რვა პაციენტია გამოჯანმრთელებული და ყველა მათგანმა საავადმყოფო უკვე დატოვა.
ენდელაძის თქმით, გამოჯანმრთელებულებს შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც დაავადების მიმდინარეობის დროს ფილტვების ანთება ჰქონდათ და მძიმედ ფასდებოდნენ.
„გვყავს რვა გამოჯანმრთელებული პაციენტი. გამოჯანმრთელებულებიდან ერთი იყო ძალიან მძიმე, ორს ჰქონდა ფილტვების ანთება. ყველაფერი კარგად დამთავრდა, ახლა ისინი სრულიად ჯანმრთელები და გაწერილები არიან. ამდენად, მინდა, დადებითი ემოციებით მოგმართოთ, ნუ გეშინიათ, თუ კი დროულად მივხედავთ და დავიცავთ ჩვენს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, ყველა შემთხვევას გამოვავლენთ, ყველაფერი კარგად დამთავრდება“ ,- აღნიშნა ენდელაძემ.
ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 61 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან რვა პაციენტი გამოჯანმრთელდა. მათგან ნაწილმა კლინიკა უკვე დატოვა.
ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში კი გუშინ მკაცრი კარანტინი გამოცხადდა.
COVID 19 - რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ იხილეთ აქ
მასალის გამოყენების პირობები






