დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში შვილის, ნიკოლოზ გამყრელიძის მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯერჯერობით ნიკა არ გამოჯანმრთელებულა და ის რჩება საავადმყოფოში.
„ჯერჯერობით ნიკა არ გამოჯანმრთელებულა, ის რჩება საავადმყოფოში, ჯერჯერობით მას ისევ სჭირდება გარკვეული დრო, რომ ორგანიზმიდან ვირუსის სრული ელიმინაცია მოხდე სკლინიკურად. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ ჯერჯერობით ვირუსი არ არის განულებული. ამიტომ ჯერ ის ისევ ინფექციურ საავადმყოფოში რჩება. არ ვიცი მისი გამოჯანმრთელების ჭორი საიდან გავრცელდა, მაგრამ ყველას მაინც დიდი მადლობა, ვინც მისი გამოჯანმრთელება მომილოცა“, - განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი 7-მარტს დაუდასტურდა. ,მას ინფექცია ე.წ. იტალიის კლასტერიდან გადაედო .
COVID 19 - რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ იხილეთ აქ
მასალის გამოყენების პირობები






