პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მარნეულიდან თბილისში გადმოყვანილი, კორონავირუსით ინფიცირებული 62 წლის ქალის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
მისი თქმმით, ქალის მდგომარობა ამ დროისთვის სტაბილურია და უკეთესი ვიტალური პარამეტრები გააჩნია,
„ჩვენს კლინიკაში მარნეულიდან შემოყვანილი 62 წლის ქალბატონის მდგომარეობა ამ ეტაპზე მეტ-ნაკლებად სტაბილურია, უფრო უკეთესი ვიტალური პარამეტრები გააჩნია, ვიდრე ჰქონდა დღის პირველ ნახევარში“ ,- აღნიშნა ლევან რატიანმა.
ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან რვა პაციენტი გამოჯანმრთელდა. მათგან ნაწილმა კლინიკა უკვე დატოვა. კარანტინის რეჟიმშია 3 320 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 235.
ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში კი გუშინ მკაცრი კარანტინი გამოცხადდა.
COVID 19 - რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ იხილეთ აქ
მასალის გამოყენების პირობები






