კორონავირუსის მასშტაბურ გავრცელებასთან ერთად იზრდება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც, რომელმაც ბოლო მონაცემებით უკვე 100 569 ადამიანი შეადგინა. 23 მარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისთვის მიწოდებული ინფორმაციით დადგინდა, რომ ჩინეთში დაინფიცირებულთა 89 პროცენტი უკვე განკურნეს და გაწერეს საავადმყოფოდან. 81 093 შემთხვევიდან 72 703 გამოჯანმრთელებით დასრულდა, ამ დროისთვის კი მხოლოდ 5120 პაციენტი რჩება ინტენსიური მკურნალობის ქვეშ საავადმყოფოებში.
ცნობილი გახდა აგრეთვე ის ფაქტი, რომ უკვე რამდენიმე დღეა რაც ქალაქ უხანში, რომელიც ეპიდემიიც კერად მიიჩნეოდა, დაინფიცირების ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ყოველდღიურად დაფიქსირებული დაინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 99 % მოგზაურების მიერაა შემოტანილი. მიუხედავად უმძიმესი მდგომარეობისა, პროგრესი შეიმჩნევა აგრეთვე იტალიაშიც, სადაც უკვე 7024 ადამიანი გამოაჯანმრთელეს ვირუსისგან და უმრავლესი მათგანი სახლში გაწერეს.
მასალის გამოყენების პირობები






