აშშ-ში, 39 წლის სრულიად ჯანმრთელი სოციალური მუშაკი კორონავირუსით გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით მას უარი უთხრეს კორონავირუსის ტესტირებაზე, რადგან ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელთა აზრით, ინფიცირების მხრივ იგი „დაბალი რისკის“ მქონე ჯგუფში იმყოფებოდა, თუმცა სიმპტომების გაძლიერების ფონზე რამდენიმე დღის შემდეგ სწორედ კოვიდ 19-ით გარდაიცვალა. ამის შესახებ პოსტს აქვეყნებს დაღუპული ქალის შეყვარებული ფეისბუქზე.
ჯოშ ანდერსონის თქმით, მისი შეყვარებული, ნატაშა ოთი ზემოხსენებული ვირუსით გარდაიცვალა პარასკევს თავის საცხოვრებელ ბინაში. მან განაცხადა, რომ ქალი იმ დროისთვის საავადმყოფოდან ელოდებოდა ოფიციალურ პასუხებს იყო თუ არა კორონავირუსით ინფიცირებული. ანდერსონმა თავისი სოციალური ქსელი ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში განაცხადა, რომ 10 მარტს ნატაშამ მას მისწერა წერილი, სადაც აცხადებდა, რომ თავს ავად გრძნობდა- რესპირატორული გართულება და სიცხე აღენიშნებოდა.
როგორც ცნობილია, ამერიკელი ქალი “CRESCENT CARE”-ს სამედიცინო კლინიკაში სოციალურ მუშაკად მუშაობდა იმ პირთათვის, რომლებიც დაავადებულნი არიან აივ ინფექციით. მას ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში უთხრეს, რომ დაბალი რისკის მატარებელი იყო და არ უნდა ენერვიულა კოვიდ 19-ის ვირუსზე.
„მან მომწერა მე 11 მარტს : „ დღეს წავედი ოქსნერის სამედიცინო ცენტრში, რათა ამეღო ტესტი გრიპზე. საავადმყოფოში მიპასუხეს, რომ შედეგები 1 კვირის შემდეგ იქნებოდა ჩემთვის ხელმისაწვდომი. ჩვენს კლინიკაში კორონავირუსისთვის განკუთვნილი 5 ტესტი გვქონდა, თუმცა მათ გამოყენებაზე უარი განვაცხადე, რადგან ისინი შესაძლოა, სხვას გამოდგომოდა“ - განაცხადა ანდერსონმა.
მას შემდეგ, რაც ქალის მდგომარეობა გაუარესდა, მან საბოლოოდ ჩაიტარა ტესტი 16 მარტს-ძლიერი სიმპტომების გამოვლენიდან 1 კვირის თავზე მას განუცხადეს, რომ პასუხების მიღებას მინიმუმ 5 დღე დასჭირდებოდა.
ანდერსონის თქმით, პარასკევს, მას შემდეგ, რაც ნატაშამ შეწყვიტა ონლაინ მიმოწერა, მამაკაცი შეყვარებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად მის სახლში მივიდა, თუმცა გოგონა გარდაცვლილი იპოვა.
„ქალი, რომელსაც ვიცნობდი, როგორც სიცოცხლით სავსეს, იატაკზე იწვა უკვე გარდაცვლილი. კოვიდ 19-ზე ხუმრობის დრო უკვე დასრულებულია“ - განაცხადა მამაკაცმა.




მასალის გამოყენების პირობები






