მარნეულის კლინიკის ერთ-ერთ თანამშრომელს სიცხე ჰქონდა, რის გამოც ის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავად საავადმყოფოში კი კარანტინი გამოცხადდა - ამის შესახებ ჯეო ჰოსპიტალსის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ნინო კობახიძემ განაცხადა.
"მარნეულის კლინიკა ჯეო ჰოსპიტალი გადავიდა კარანტინის რეჟიმში. მოვახდინეთ ყველა იმ ექიმის და ექთნის იდენტიფიცირება, რომლებიც შემხებლობაში იყვნენ პაციენტთან, მათი ნორმალური აღჭურვილობის მიუხედავად. ზოგი განვათავსეთ თვითიზოლაციაში თავის ოჯახთან ერთად. 14 ექიმი კლინიკაში კარანტინის რეჟიმში დარჩება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ამ ეტაპზე ვინც არის განთავსებული, მათგან არავის აღენიშნება საგანგაშო სიმპტომები.
ერთ-ერთი ასისტენტის სიმპტომი არ მოგვეწონა, ჰქონდა ცხელება და გადმოვიყვანეთ თბილისში ინფექციურ საავადმყოფოში. ამ ეტაპზე სიცხე არ აქვს, თუმცა, იმყოფება დაკვირვების ქვეშ', - თქვა კობახიძემ ტვ პირველის ეთერში.
მასალის გამოყენების პირობები






