"მე სახლში ვარ, რადგან - დარჩი სახლში უდრის დარჩი სიცოცხლესთან" - გიორგი კეკელიძე ახალ გამოწვევას იწყებს
COVID-19 - 12:15, 23 Mar, 2020     1356

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე კორონავირუსით გამოწვეულ მდგომარეობას აღწერს და მეგობრებს ახალ გამოწვევას "გავხადოთ გადამდები გაფრთხილება!" სთავაზობს.

გიორგი კეკელიძე იწვევს: ნათია ფანჯიკიძეს, მარიკა ბაკურაძეს, ნენე კვინიკაძეს და იაგო კაჭკაჭიშვილს.

"ძვირფასო მეგობრებო! უნდა შეგაშინოთ! და უნდა გაგამხნევოთ!

#დარჩისახლში კუკუ-დამალობანას თამაში ან ათი წლის წინანდელი ფოტოების განთავსების გამოწვევა არ არის, არ შეიმჩნიო ან ერთხელ აქ განათავსო სხვების დასანახად. მაგრამ რადგან ადამიანები ამას უფრო ადვილად იტაცებენ, გთავაზობთ, გადაიღოთ ერთი ასეთი ფოტო და განათავსოთ წარწერით #მესახლშივარ რადგან - დარჩი სახლში უდრის დარჩი სიცოცხლესთან, დარჩი ადამიანთან, გნებავთ -დარჩი ღმერთთან!

თქვენ იცით რა ხდება ახლა იტალიაში და ესპანეთში? თუ ესეც მეორე ოთახში ჩართული ფილმი გგონიათ? ადამიანებს ვერ კრძალავენ და სიცოცხლე მეორე მსოფლიო ომის სცენარივით "გაიაფდა". ყოველდღე მწერენ იქაური ქართველები, რომ მკვდრების თვლაა ყოველდღიური საქმე. მკვდრების თვლა და შიში. ამ ორი თვის მანძილზე გამხნევებდით და ვცდილობდი, ცოტა გამერთეთ კიდეც. ახლა გაშინებთ! დიახ, გაშინებთ! რადგან ეს შიში მართლა სიყვარულისაა და მართლა სიყვარულს შეიქმს. დარჩი სახლში! ჩათვალეთ, რომ თვითმფრინავები გბომბავენ და თან ისე, რომ არც თვითმფრინავები ჩანან და არც ბომბები! და ერთადერთი საცავი, ახლა თქვენი გადარაზული კარია! მე განა არ მიჭირს და ჩემზე მეტად უჭირს სხვას, მაგრამ ახლა სხვა გამოსავალი არ არსებობს! თუ ასე ხმამაღლა არ დაგიძახეთ, ეტყობა ძნელად ისმენთ. არადა მხოლოდ თქვენთვის გეძახით!
სიფრთხილე, მხნეობა და თანაგანცდა!

p.s. ძვირფასო მარნეულელებო და ბოლნისელებო, ახლა თქვენ გჭირდებათ დიდი სიმტკიცე. განსაკუთრებით იმ ბავშვებს მივესალმები, რომლებიც სულ გველიან და გვწერენ - ქართველებს, აზერბაიჯანელებს, სომხებს. "როდის ჩამოხვალ?" მალე ვერ ჩამოვალ, მაგრამ არც ისე გვიან! გავუძლოთ და გავიმარჯვებთ!

ვიწვევ ჩემს მეგობრებს - ნათია ფანჯიკიძეს, მარიკა ბაკურაძეს, ნენე კვინიკაძეს და იაგო კაჭკაჭიშვილს. გავხადოთ გადამდები გაფრთხილება!" - ნათქვამია კეკელიძის განცხადებაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42