პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დისტანციის დაცვა საჭიროა ყველგან და არ აქვს მნიშვნელობა სუპერმარკეტში ხდება ეს თუ ეკლესიაში.
პრემიერმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და იზრუნონ არა მხოლოდ საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, არამედ გარშემომყოფებზეც.
"დღეს ჩვენ გვაქვს ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი, რომ დავიცვათ დისტანცია ერთმანეთთან და არ აქვს მნიშვნელობა სად იქნება ეს, ეკლესიაში თუ სუპერმარკეტში. გავიგე, რომ არის გარკვეული საკითხები, რომელიც არის სენსიტიური და არ არის მარტივად გადასწყვეტი. მაგრამ ჩვენ თუ ვთანხმდებით, რომ ადამიანის, არ აქვს მნიშვნელობა მოქალაქის თუ მრევლის, სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის ჩვენთვის ყველაზე მაღალი ფასეულობა, მაშინ არაფერს არ ნიშნავს და არაფერი არ ღირს 2 მეტრის დისტანციის დაცვა", - განაცხადა გახარიამ
კარანტინი მარნეულსა და ბოლნისში - რას შეზღუდვები მოქმედებს ჩაკეტილ მუნიციპალიტეტებში
მასალის გამოყენების პირობები






