საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ მერნეულსა და ბოლნისში მკაცრი კარანტინი გამოაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა თქვა, მარნეულში საველე ჰოსპიტალი განთავსდება.
მისივე განცხადებით, კარანტინის რეჟიმზეა უკვე გადავიდა მარნეულის კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსი“.
"კორონავირუსით ინფიცირებული ქალბატონი მოთავსებული იყო ამ კლინიკაში. კლინიკა დღეის მდგომარეობით არის სრულად კარანტინის რეჟიმზე გადასული. კლინიკის მახლობლად, კლინიკის ტერიტორიაზე ასევე უახლოეს პერიოდში, დაახლოებით 24 საათის განმავლობაში განთავსდება საველე ჰოსპიტალი, ხოლო მეორე კლინიკა, „ავერსის“ კლინიკა მარნეულის რაიონში გააგრძელებს ფუნქციონირებას როგორც მულტიფუნქციური სამედიცინო დაწესებულება"- განაცხადა გახარიამ და იქვე დასძინა:
"ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის და უზრუნველვყოფთ, რომ მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გადაცემის მასშტაბი და სისწრაფე იყოს მინიმუმამდე დაყვანილი".
კარანტინი მარნეულსა და ბოლნისში - რას შეზღუდვები მოქმედებს ჩაკეტილ მუნიციპალიტეტებში
მასალის გამოყენების პირობები






