მისი თქმით, 67 წლის ქალს, ქრონიკული დაავადებაც აქვს, ამასთან პაციენტმა დაგვიანებით მიმართა კლინიკას, 18 რიცხვში და დადასტურდა ორმხრივი მწვავე პნევმონია.
""ქალბატონს, რომელიც არის მარნეულიდან გადმოყვანილი, მისი ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის კრიტიკულია, ვინაიდან დატვირთული არის სომატურად ანამნეზით. აქვს შაქრის დიაბეტი, გულსისხლძარღვთა ქრონიკული პათოლოგია და სხვა. მოგეხსენებათ, რომ ჯანმო-ს მონაცემებით, ასეთი ადამიანები მიეკუთვნება კლასს, რომელსაც ვირუსი უფრო რთულად გადააქვს. ვინარჩუნებთ სასიცოცხლო პარამეტრებს და ქალბატონი ინტენსიური მკურნალობის ქვეშ არის. ის კლინიკაში შევიდა 18 მარტს. მას დაუდასტურდა პნევმონია. დინამიკაში მდგომარეობის დამძიმების დროს, ჩატარდა ტესტი ვირუსზე. პაციენტის ჰოსპიტალიზაცია იყო დაგვიანებული", - განაცხადა რატიანმა.
COVID 19 - რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ იხილეთ აქ
მასალის გამოყენების პირობები






