მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა და ამ მიზეზით მსოფლიოს მასშტაბის სხვა სპორტული ღონისძიებების გადატანისა, იაპონიის ხელისუფლება დღემდე აცხადებს, რომ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადა დათქმულ ვადაში - 24 ივლისისდან 9 აგვისტოს პერიოდში ჩატარდება.
თუმცა, რამდენიმე დღეა ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი სერიოზულად დაფიქრდა ოლიმპიადის ალტერნატიულ ვადებში ჩატარებაზე. საორგანიზაციო კომიტეტი ყველაზე მეტ ზეწოლას სხვადასხვა ქვეყნების ეროვნული ოლიმპიური კომიტეტებისა და საერთაშორისო სპორტული ფედერაციების მხრიდან განიცდის.
საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს და იაპონიის ხელისუფლებას უკვე მრავალი ქვეყნიდან მიუვიდა მსგავსი სახის შეტყობინება. პროტესტს გამოთქვამენ სპორტსმენებიც, რომლებსაც არც საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება უნდათ და იმასაც აცხადებენ, რომ მრავალი სპორტსმენი დაწესებული შეზღუდვების გამო ოლიმპიადისთვის ჯეროვნად ვერ ემზადება.
საბოლოო სიტყვა სოკ-ს ეკუთვნის, თუმცა ბუნებრივია, მასპინძელი ქვეყნის პოზიცია აქ მთავარი არგუმენტი იქნება. ოლიმპიადის გადატანით იაპონია დაახლოებით 15 მილიარდი დოლარის ზარალს ნახავს.
მასალის გამოყენების პირობები






