მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რომ ეკლესია გაერკვევა საგანგებო მდგომარეობის პირობებში გაცემულ რეკომენდაციებს და შეძლებისდაგვარად გაითვალისწინებს.
სასულიერო პირმა ასევე განმარტა, რომ თუ მრევლი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წირვას ვერ ესწრება, ეკლესია მას არანაირ პასუხისმგებლობას არ აკისრებს.
"მაქსიმალურად ვეცდებით, რომ გავითვალისწინოთ, რა თქმა უნდა. თანდათანობით გავიგებთ და შევასრულებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია. ზოგადად ქრისტიანები ყოველთვის კანონმორჩილები იყვნენ, გარდა ერთი შემთხვევისა, როდესაც კანონი მცნების დარღვევისკენ მოუწოდებდა ქრისტიანს. თუ მცნების დარღვევაზე არ იქნება ლაპარაკი, ყოველთვის ყველაფერს გავითვალისწინებთ და არ შევუქმნით საფრთხეს საზოგადოებას. ჩვენს ქვეყანაში მთავარი აქცენტი გაკეთებულია პრევენციაზე და არა მკურნალობაზე. ეს პრევენცია დამოკიდებულია თვითშეგნებაზე. ჩვენ უნდა ავუხსნათ ადამიანებს ეს ინსტრუქციები. მეც ვცდილობ, რომ შევასრულო. ჩვენ ვერ ვაიძულებთ ვერავის ვერაფრის გაკეთებას. თუ ადამიანს უნდა რომ კანონი დაარღვიოს, დაარღვევს. მე ასე მოვუწოდებდი მრევლს - ამ რეკომენდაციის დაცვა, თუნდაც თავის შეკავება მსახურებაზე მოსვლისგან ან, გარკვეულწილად, ზიარებისგან, ცოდვა არ არის. ეს ისედაც ხდება ეკლესიაში, როდესაც უძლურად არის ადამიანი, არ მოდის. ჩვენ ამის გამო არ ვსჯით ადამიანებს. არანაირ პასუხისმგებლობას არ ვაკისრებთ. გამოჯანმრთელდება და მოვა. ჩვენ ეს შეგვიძლია გავაკეთოთ. ეს რეკომენდაციები იმისთვისაა, რომ ჯანმრთელად ვიყოთ და არავინ იბრძვის, რომ დაემართოს ეს ვირუსი," - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.
რა შეზღუდვები დაწესდა და რას ითვალისწინებს საგანგებო რეჟიმი ნახეთ აქ
მასალის გამოყენების პირობები






