დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული 49-ე ადამიანი საფრანგეთის მოქალაქეა.
იმნაძე აცხადებს, რომ ჯერჯერობით დაუდგენელია პაციენტი საფრანგეთში დაინფიცირდა თუ საბერძნეთში, თუმცა ლუგარის ლაბორატორიაში მალე დადგინდება, თუ რომელ ქვეყანაში დაინფიცირდა.
„ცოტა უცნაური შემთხვევაა, საფრანგეთის მოქალაქეა. რატომღაც ახლა მოუნდა მოგზაურობაში წასვლა, მთელი მსოფლიო რომ თავს იკავებს. ჩვენამდე იყო საბერძნეთში, შემდეგ ჩამოფრინდა საქართველოში. იმყოფებოდა კარავში, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, უცხოეთის მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლა სასეირნო და სამოგზაურო მიზნით შეზღუდულია. შემდეგ იყო გადაყვანილი კარანტინში და შემდეგ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
COVID 19 - რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ იხილეთ აქ
მასალის გამოყენების პირობები






