2020 წლის 21 მარტი კორონავირუსით გარდაცვლილთა უპრეცედენტო რაოდენობით აღინიშნა- მხოლოდ იტალიასა და ესპანეთში უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში 1078 გარდაცვლილი და დაინფიცირებული დაფიქსირდა. საერთო ჯამში იტალიაში უკვე 4825 ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა, ესპანეთში კი 1378.
ამ დრომდე ვერ იძლევიან დამაიმედებელ პროგნოზებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში, სადაც მოუწოდებენ წამყვანი ქვეყნების ხელისუფლებებს განახორციელონ მკაცრი საიზოლაციო სამუშაოები და რაც შეიძლება მკაცრად შეზღუდონ ადამიანთა თავისუფალი გადაადგილებები დაავადების ეპიცენტრულ ზონაში. მძიმე ვითარებაა აგრეთვე ირანშიც, სადაც 1 დღე-ღამის მანძილზე 123 ადამიანი დაიღუპა და 966 დაინფიცირდა.
მიუხედავად იმისა, რომ მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია რუსეთის ხელისუფლების მიერ რეალური სურათის დამალვასთან დაკავშირებით კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის თაობაზე, დღეს ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ოფიციალურმა კრემლმა შეძლო ქვეყანაში დაავადების გავრცელების შეჩერება. მისი თქმით, სიტუაცია უკვე კონტროლს ექვემდებარება , რაც აგრესიული უსაფრთხოების ზომების დამსახურებაა. შეგახსენებთ, რომ რუსეთში ოფიციალურად კოვიდ 19-ის ინფიცირების 306, ხოლო გარდაცვალების 1 შემთხვევაა დაფიქსირებული.
მასალის გამოყენების პირობები






