ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია Freedom House-ის დირექტორი დევიდ კრემერი თვლის, რომ უკრაინას შეუძლია და უნდა იყოს ევროკავშირთან ახლოს, ამასთანავე - რუსეთთან კარგი კავშირის შენარჩუნებით.
ტაქტიკა, რომელიც რუსეთმა აირჩია უკრაინასთან მიმართებაში, აბსოლუტურად უშედეგოა და საწინააღმდეგო ეფექტს მიიღებს. ამის შესახებ განაცხადა ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია Freedom House-ის დირექტორმა დევიდ კრემერმა, რომელსაც მანამდე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში მაღალი თანამდებობა ეკავა.
კითხვაზე, დაუჭერს თუ არა აშშ მხარს უკრაინას იმ შემთხვევაში თუ, რუსეთი ზეწოლას გააძლიერებს, კრემერმა უპასუხა: „აშშ დაინტერესებულია იმაში, რომ უკრაინა ინტეგრირებულ იქნას ევროპაში, ატლანტიკურ გაერთიანებაში. ამასთანავე, ჩვენ დაინტერესებულნი ვართ რუსეთთან კარგი ურთიერთობით“. „მაგრამ კრემლმა უნდა შეწყვიტოს პოლიტიკა, რომელსაც ახლა ატარებს. როდესაც გაზის საკითხებს წევენ, რუსეთში უკრაინულ ექსპორტს ბლოკავენ. ასეთი ტაქტიკა დიდი ხანია მოძველდა და უშედეგოა“, - განაცხადა Freedom Housе-ის ხელმძღვანელმა.
რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი საბაჟო კავშირის ფარგლებში ინტეგრაციის განვითარების და ერთიანი ეკონომიკური სივრცის საკითხებში, სერგეი გლაზიევი აცხადებდა, რომ თუ უკრაინა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელს მოაწერს, ეს ნიშნავს, რომ უკრაინულ-რუსული მეგობრობისა და თანამშრომლობის შეთანხმება დაირღვევა.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს Standard&Poor's-ის პროგნოზით, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა, უკრაინის ვაჭრობაზე, გრძელვადიანი თვალაზრისით, დადებით გავლენას მოახდენს, თუმცა, უარყოფითი შედეგები შეიძლება წარმოიშვას მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში, ძირითადად, რუსეთის რექციის გამო.
რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა გააფრთხილება მისცა, რომ რუსეთის უკრაინისადმი პარტნიორული რეჟიმი დამთავრდება უკრაინის ევროკავშირის ასოცირებულ წევრობასთან ერთად, რაც უკრაინელი ექსპრტიორების საქმეს გაართულებს. „დაე, გაყიდონ თავისი პროდუქცია ევროპაში, დაე, სცადონ გაყიდვა“, - განაცხადა მედვედევმა.
წერს სააგენტო zn.ua.
მასალის გამოყენების პირობები






