როდესაც ვენეციასთან ახლო მდებარე კომუნა ვო ეუგანეო COVID-19-ის ეპიდემიის ეპიცენტრში აღმოჩნდა, ქალაქის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა დაავადებისთვის სასტიკი ბრძოლა გამოეცხადებინა. აღსანიშნავია, რომ მათ ეს შესძლეს და ვოში, სადაც 22 თებერვალს იტალიაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ჯანდაცვის ადგილობრივმა ორგანოებმა შესძლეს და ვირუსის გავრცელება შეაჩერეს. მათ ტესტირების აქტიური კამპანია დაიწყეს.
უპირველეს ყოვლისა კომუნის მთელ მოსახლეობას, სიმპტომების არსებობის მიუხედავად, კორონავირუსის ტესტირება ჩაუტარდა.ანალიზების თანახმად ქალაქის მოსახლეობის 3 პროცენტს კორონავირუსი დაუდგინდა, ამასთან, ყოველ სიმპტომიან დაავდებულზე ვირუსის მატარებელი 10 უსიმპტომო დაავადებული იქნა გამოვლენილი. ყველა დაინფიცირებული მკაცრი კარანტინის რეჟიმში მოაქციეს, ვისთანაც მათ კონტაქტი ჰქონდა - ისინიც.
10 დღის შემდეგ ქალაქის მოსახლეობას განმეორებით ტესტირება ჩაუტარდა და აღმოჩნდა, რომ დაავადებულთა რიცხვი 90%-ით შემცირდა. ამ ტესტირებამაც 6 ისეთი დაინფიცირებული გამოავლინა, რომელსაც COVID-19-ის სიმპტომები არ ჰქონდა. ისინიც კარანტინში მოათავსეს. ასე შეაჩერა ქალაქმა სახიფათო ვირუსის გავრცელება.
"რაც შეიძლება ხშირად ატარეთ ტესტები, ტესტირება ძალიან მნიშვნელოვანია, მან მრავალი ადამიანი გადაარჩინა. ტესტირებისას უსიმპტომო დაავადებულები აღმოვაჩინეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ინფექციის გავრცელება კატასტროფული იქნებოდა," - აცხადებს ქალაქის მერი ჯულიანო მარტინი.ვო ეუგანეოს ექსპერიმენტის გავრცელება მილიონიან ქალაქებზე ბუნებრივია რთულია, თუმცა, იტალიაში აპირებენ, რომ ეს პრაქტიკა მთელს ვენეტოს რეგიონზე გაავრცელონ, სადაც დღეში 11 ათასი ტესტის ჩატარებას გეგმავენ.
მასალის გამოყენების პირობები






