ევრაზიანეტმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც საქართველოს მიერ კორონავირუსთან ბრძოლაში მიღწეულ შედეგებზეა საუბარი- “ კორონავირუსთან ერთად საქართველოში ისეთი რამ მოხდა, რაც ქვეყანას წლების მანძილზე არ გააჩნდა- ნდობა მთავრობის მიმართ. დაახლოებით ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც კოვიდ 19 საქართველოში დაფიქსირდა, თუმცა 20 მარტის მონაცემებით დაინფიცირების მხოლოდ 44 შემთხვევა აღინიშნა გარდაცვალების გარეშე.
ბევრი დამკვირვებლისთვის, დიდი ხნის კრიტიკოსებისთვისაც, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მთავრობა რაღაცას სწორად აკეთებს: უკან გადგა და ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს მისცა უფლება, რომ სიტუაციაზე კონტროლი სრულად დაემყარებინა.
ვირუსის გავრცელებასთან ერთად, საქართველომ სწრაფად იმოქმედა: ცხელი კერების მქონე ქვეყნებთან ფრენები დროებით შეაჩერა, უცხოეთიდან ჩამოსული მოქალაქეები სამედიცინო პროფილის მიხედვით დაახარისხა და კარანტინში მოაქცია, უპრეცედენტო მასშტაბის საზოგადოებრივი შემეცნების კამპანია ჩაატარა. ყოველივე ეს მოხდა მანამდე, სანამ ევროპის ქვეყნების უმრავლესობა ედპიდემიური უსაფრთხოების რეჟიმზე გადავიდოდა. სკოლებიც დაიკეტა და სამიზნე სექტორების დახურვა გამოცხადდა მაშინ, როდესაც მხოლოდ 3 დადასტურებული შემთხვევა იყო საქართველოში.
სტატიაში აგრეთვე აღნიშნულია ის ფაქტი, რომ საქართველომ ვირუსის პირველი შემომტანის გამოვლენა უმალვე შეძლო- ირანიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ვირუსის ნიშნები უფიქსირდებოდა 26 თებერვალს აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარზე აღმოაჩინეს, რომელიც სწრაფადვე მოაქციეს იზოლაციაში თანმხლებ პირებთან ერთად. ნათქვამია აგრეთვე ისიც, რომ სახელმწიფომ უზრუნველყო დაავადების მასშტაბური გავრცელების პრევენცია იმით, რომ ეპიცენტრებიდან ჩამოსულ მოქალაქეებს დაუყოვნებლივ კარანტინში ათავსებდნენ 2 კვირის განმავლობაში.
მასალის გამოყენების პირობები






