"კორონავირუსი ჩვენ გადაგვედო ქართველი მეგობრისგან, ბენოს, ჩემს მეუღლეს, კი მე გადავდე, ჩვენს შემდგომ კონტაქტებს შორის, არავის დაუდგინდა ინფექცია" - ბენო ქაშაკაშვილის მეუღლის განმარტება
COVID-19 - 12:59, 21 Mar, 2020     1225

სასტუმრო "ვინოტელის" მფლობელის, ბენო ქაშაკაშვილის თეა ჯოხაძე სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს, რომელშიც განმარტავს თუ როგორ მოხდა მათი დაინფიცირება.

თეა ჯოხაძე აცხადებს, რომ "ვინოტელში" მათი ოჯახის მეგობრის გარდაცვალებიდან 40 დღის თავთან დაკავშირებით გამართულ სადილზე, სადაც 3 პირი დანფიცირდა 20 ადამიანი იმყოფებოდა. იგი ამბობს, რომ მას მჭიდრო ონტაქტი ჰქონდა ერთ-ერთ სტუმართან.

"კორონავირუსი ჩვენ გადაგვედო ქართველი მეგობრისგან, რომელიც ასევე არ ყოფილა უცხოეთში. ბენოს, ჩემს მეუღლეს, კი მე გადავდე" - წერს ჯოხაძე და დასძენს, რომ მისი და ბენო ქაშაკაშვილის შემდგომ კონტაქტებს შორის, არავის დაუდგინდა აღნიშნული ვირუსი.

"მეგობრებო, ალბათ ბევრმა უკვე იცით, რომ მე და ჩემი მეუღლე კორონავირუსის დიაგნოზით ვიმყოფებით საავადმყოფოში. ეს რამდენიმე დღეა, გასაგები მიზეზების გამო არ მქონდა საშუალება ჩართული ვყოფილიყავი სოციალურ ქსელებში. მინდა, ნათელი მოვფინო მოვლენებს, რადგან ვიცი რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია.

11 მარტს რესტორან "ვინოტელში" ჩვენი მეგობრის გარდაცვალებიდან 40 დღის თავთან დაკავშირებით გაიმართა სადილი. სტუმრებს შორის ვიყავით მე და ჩემი ოჯახის წევრები. ჯამში, სადილს ესწრებოდა 20 ადამიანი, მათ შორის 16 ქართველი (ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ჩათვლით) 3 რუსი და ერთი შვეიცარიელი. კვირას, 15 მარტს დამირეკეს დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან და მაცნობეს რომ ჩვენ ქართველ მეგობარს, რომელიც ესწრებოდა ამ სადილს, ლუგარის ლაბორატორიის ტესტირების თანახმად დაუდგინდა კორონავირუსი - SARS-COV2. მე ვიყავი მისი „მჭიდრო კონტაქტი“, რადგან ახლო დისტანციაზე ვისაუბრეთ ნახევარი საათის განმავლობაში, თუმცა არ გადამიკოცნია და არც ხელი ჩამომირთმევია. მე მაშინვე, დაუყოვნებლივ გადავედი თვითიზოლაციაში. ბენოზე (ჩემს მეუღლეზე) თვითიზოლაციის რეკომენდაცია არ ვრცელდებოდა. მე, იმავე დღეს განმივითარდა სიმპტომები, კერძოდ დაბალი სიცხე და მსუბუქი ხველება, რის გამოც გამოვიძახე გენეტიკის ლაბორატორიის კერძო ტესტი, რომელიც ორშაბათს, პირველივე შესაძლებლობისთანავე მოვიდა და სამშაბათს უკვე შევიტყვე, რომ ტესტის პასუხი დადებითი იყო. თავდაპირველად, ბენოს პასუხი იყო უარყოფითი, თუმცა განმეორებითმა ტესტმა, რომელიც სამშაბათს გაკეთდა უკვე დადებითი პასუხი დააფიქსირა.

რაც შეეხება სტუმრებს, ისინი თავს კარგად გრძნობენ და მინდა ავღნიშნო, რომ მათ არ შემოუტანიათ მიმდინარე ვირუსი. კორონავირუსი ჩვენ გადაგვედო ქართველი მეგობრისგან, რომელიც ასევე არ ყოფილა უცხოეთში. ბენოს, ჩემს მეუღლეს, კი მე გადავდე. ჩემი და ბენოს შემდგომ კონტაქტებს შორის, მადლობა ღმერთს ჯერ არავის დაუდგინდა აღნიშნული ვირუსი.

ვინოტელშიც და საქართველოს თანაინვესტირების ფონდშიც დაუყოვნებლივ ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და ამ ეტაპზე ორივე დაწესებულება დაკეტილია.

მე და ბენო თავს კარგად ვგრძნობთ და ძალიან მადლობელი ვართ იმ თანადგომისთვის რომელსაც ბევრი თქვენგანისგან ვგრძნობთ" - წერს თეა ჯოხაძე ოციალურ ქსელში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42