სამი ახალი პაციენტი, რომლებსაც ახალი კორონავირუსი გუშინ გამოუვლინდათ, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას.
ვ.ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჟურნალისტებთან თქვა, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური, დამაკმაყოფილებელია.
„რამე სხვა ახალი შემთხვევა გამოვლენილი არ გვაქვს. არის რამდენიმე პაციენტი, რომელთა ტესტებიც გაიგზავნება, დაახლოებით 15 პაციენტია ამ დროისთვის, ძირითადი სიმპტომებია მაღალი ცხელება და ხველა. ამ სამი პაციენტიდან ერთთან აღინიშნება ძალიან მცირე სიძლიერის პნევმონია, რამე განსაკუთრებული არ არის.
სამი ინფიცირებული პირი, რომლებიც გუშინ გამოვლინდნენ ერთი კლასტერია, ამერიკაში მოგზაურობის ისტორიით, მაგრამ არის ძალიან მაღალი საზოგადოებრივი პასუხიმგებლობის ოჯახი, არ ჰქონიათ კონტაქტი, ჰქონდათ თვითიზოლაცია ჩამოფრენის დღიდან“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
როგორც ირკვევა, ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებული დანარჩენი 15 პაციენტიდან ნაწილი თვითიზოლაციაში იყო, ნაწილი კი – მოგზაურობიდან დაბრუნდა.
მასალის გამოყენების პირობები






