აშშ-ში კორონავირუსით ერთი ოჯახის ოთხი წევრი- დედა და მისი შვილები დაიღუპნენ
მსოფლიო - 12:11, 21 Mar, 2020     1569

BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ს შტატ ნიუ-ჯერსიში კორონავირუსით ერთი ოჯახის 4 წევრი გარდაიცვალა, მათი სამი ნათესავი კი ამ დრომდე საავადმყოფოშია მოთავსებული. გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახის 20-მდე ახლობელი, რომლებსაც მათთან უახლოესი დღეების მანძილზე კავშირი ჰქონდათ, ამჟამად იმყოფება თვითიზოლაციაში და ვირუსთან დაკავშირებით ელოდება ტესტის გამოკვლევის შედეგებს.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით ცნობილია გარდაცვლილთა ვინაობა- კორონავირუსით დაიღუპნენ გრეის ფუსკო და მისი შვილები- რიტა ფუსკო ჯექსონი, კარმინ ფუსკო და ვინსენტ ფუსკო.

კათოლიკური სკოლის მასწავლებელი, 55 წლის რიტა ფუსკო პარასკევს გარდაიცვალა. ჯანდაცვის საკითხებში შტატის კომისრის განცხადებით, ქალს კორონავირუსით დაავადებამდე ჯანმრთელობის რაიმე პათოლოგიური და ქრონიკული პრობლემები არ აღენიშნებოდა. დედა, გრეის ფუსკო და მისი შვილი, კარმინი ვირუსმა ოთხშაბათს იმსხვერპლა- პნეუმონიის უმძიმესი ნიშნები ჰქონდათ, რის გამოც ექიმებმა მათი გადარჩენა ვერ შეძლეს. იმავე საავადმყოფოში, სადაც გრეისი „დანებდა სიკვდილს“ გარდაიცვალა მისი კიდევ ერთი შვილი ვინსენტიც.

ფუსკოების ოჯახის წევრის, პარადისო ფოდერას თქმით, 19 ადამიანი, მათ შორის გრეისის 5 შვილი, რომლებიც დიდ საოჯახო შეკრებასა და სადილს დაესწრნენ, ამ დრომდე იმყოფებიან თვითიზოლაციაში და უკვე 1 კვირაზე მეტია, კორონავირუსის გამოკვლევის შედეგებს ელოდებიან.

აშშ-ში კორონავირუსისგან დაინფიცირებულთა რაოდენობა 19 774, ხოლო დაღუპულთა რიცხვი კი 275-ია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42