მიმართვის ვიდეოჩანაწერი სახელმწიფო დეპარტამენტის Twitter-ზე გამოქვეყნდა.
„Twitter-ზე ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომელიც გარკვეული ქვეყნების მთავრობებიდან მოდის. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კორონავირუსი აშშ-ის არმიამ გაავრცელა. მოვუწოდებ ყველა ამერიკელს და მთელი მსოფლიოს მოსახლეობას: დარწმუნდით, რომ სანდო წყაროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეცნობით“, - განაცხადა პომპეომ.
ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და ის, აქამდე უცნობი კორონავირუსის შტამპით არის გამოწვეული.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.
მასალის გამოყენების პირობები






