მოწევაზე უარის თქმა, ალკოჰოლის მოხმარების შეზღუდვა და ფიზიკური ვარჯიში ორგანიზმის გაძლიერებაში დაგეხმარებათ კორონავირუსის პანდემიის პირობებში“ - განაცხადა ტერდოს ადანო გებრეისუსმა გუშინ გამართულ ბრიგინგზე.
„ჩვენ რეკომენდაციებს არა მხოლოდ ქვეყნებს, არამედ ადამიანებსაც ვაძლევთ. ამ რთულ ჟამს მნიშვნელოვანია ჩვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას მივხედოთ. პირველ რიგში, საჭიროა ჯანსაღ დიეტას მივყვეთ, რომელიც ხელს უწყობს იმუნური სისტემის სათანადოდ ფუნქციონირებას. მეორე, უნდა შევზღუდოთ ალკოჰოლის მოხმარება. მესამე რეკომენდაცია, ნუ მოწევთ, ვინაიდან მოწევა მძიმე დაავადებების რისკს ზრდის კორონავირუსით ინფიციფრების შემთხვევაში. მეოთხე, საჭიროა ფიზიკური ვარჯიში.
იცეკვეთ, იოგათი დაკავდით ან საფეხურებზე ადით და ჩამოდით. სახლში მუშაობის შემთხვევაში დიდხანს ერთ მდგომარეობაში ნუ დაჯდებით. ყოველ ნახევარ საათში ადექით და სამი წუთით შეისვენეთ “, - განაცხადა ტედროს ადანომ.
ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და ის, აქამდე უცნობი კორონავირუსის შტამპით არის გამოწვეული.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.
მასალის გამოყენების პირობები






