"გვქონდა გათვლა, რომ 19 მარტს იქნებოდა 41 შემთხვევა, დაახლოებით დაემთხვა, ამით კმაყოფილი ვიყავი, თუ შეიძლება, ადამიანი ახლა რამით კმაყოფილი იყოს" - გამყრელიძე
COVID-19 - 23:27, 20 Mar, 2020     825
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ერთ-ერთ სცენარში იყო გათვლა , რომ 19 მარტს დაგვიფიქსირდებოდა 41 შემთხვევა.გამყრელიძე ამბობს, რომ გუშინ იყო 40 შემთხვევა, ანუ დაახლოებით ეს გათვლა დაემთხვა. იგი აცხადებს, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრს მომავალი სამი კვირის გათვლებიც.
„მოგეხსენებათ, რომ დაავდების კონტროლის ცენტრმა მივაწოდეთ საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ ორი კვირის წინ სხვადასხვა სცენარები განვითარების. ეს არ არის ახალი ველოსიპედი, ჩვენ დავეყრდენით მრავალი ქვეყნის გამოცდილებას, ასევე, სპეციალური ინსტრუმენტი ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის, რომელიც პანდემიურ გრიპთან დაკავშირებით იყო შემუშავებული. ასევე დღეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეკრება პრემიერ-მინისტრთან, სადაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უკვე არა სახელმწიფო ორგანიზაციების და ასეთი საერთაშორისო ექსპერტები შეიკრიბნენ. მოგეხსენებათ, არსებობს მათემატიკური მოდელირების ბევრი მეთოდი, იქნა გაზიარებული ასევე სხვადსხვა დიდ უნივერსიტეტებში, მხედველობაში მაქვს საზღვარგარეთის ქვეყნებში შემუშავებული მიდგომები, და არის, ასე ვთქვათ, სცენარები მოსალოდნელი განვითარების. გასაგებია, რომ სცენარები არასოდეს ერთი-ერთზე არ ჯდება რეალურ სიტუაციასთან ხანდახან, მაგრამ მაგალითად დღეს, ძალიან კმაყოფილი ვიყავი, თუ ადამიანი ამ დროში შეიძლება რამით კმაყოფილი იყოს, რომ ჩვენი ერთ-ერთი სცენარი, რომლითაც ჩვენ, როცა პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა, გათვლები გვქონდა სხვადასხვა კვირებზე. გუშინ სამი კვირა დამთავრდა პირველი შემთხვევიდან. ვთქვათ, ჩვენ გვქონდა ერთ-ერთ სცენარში რომ 19-ში დაგვიფიქსირდებოდა 41 შემთხვევა და გუშინ გვქონდა 40 შემთხვევა, ანუ დაახლოებით ეს გათვლა დაემთხვა. ამიტომ გვაქვს გათვლებიც მომავალი სამი კვირის“,- აღნიშნა გამყრელიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42