კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა მთელს მსოფლიოში. იტალიიდან შემაშფოთებელი ინფორმაცია მიეწოდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, რომლის მიხედვითაც ცნობილი ხდება, რომ უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში დაავადების შედეგად 627 ადამიანი გარდაიცვალა და დაინციფირების ახალი 5986 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფთა რაოდენობაც მომატებულია და 2655-ს შეადგენს. გაიზარდა აგრეთვე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც და გაცხადებული ცნობების საფუძველზე დგინდება, რომ 5129 ადამიანი იქნა გაწერილი საავადმყოფოდან.
უმძიმესი ვითარებაა აგრეთვე ესპანეთშიც სადაც გარდაცვლილთა რაოდენობის ქაოსური მატების ფონზე ქვეყანაში ანტირეკორდი აღინიშნა- 210 ადამიანი დაიღუპა 1 დღე-ღამეში. ადგილობრივი მედიის ცნობით, უმძიმესია აგრეთვე ვითარება ირანშიც, სადაც დაინფიცირებულთა რაოდენობა 20 000-მდე აღწევს. გავრცელდა აგრეთვე სატელიტური თანამგზავრებით გადაღებული ფოტოები, სადაც ასახულია საველე პირობებში ასეულობით გარდაცვლილისთვის მოწყობილი სასაფლაოები.
დამაიმედებელ პროგნოზს ვერ იძლევიან აშშ-შიც, სადაც სასუნთქი აპარატების დეფიციტის საშიშროებაზე საუბრობენ- ადგილობრივი ჯანდაცვის უწყებების თქმით, თუ დაავადების გავრცელება 2 თვის განმავლობაში ვერ შეაჩერეს, აუცილებელი სამკურნალო სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტი შეიქმნება.
მასალის გამოყენების პირობები






