კიშინიოვში ასიათასიან მიტინგზე პროევროპული დეკლარაცია მიიღეს
მსოფლიო - 11:24, 04 Nov, 2013     1007

კიშინიოვში, „დიდი ეროვნული შეკრების“ მოედანზე ასი ათასზე მეტმა მონაწილემ ევროპული ინტეგრაციის კურსის მხარდასაჭერად დეკლარაცია მიიღო.

„ჩვენ, ხელისუფლებისგან ვითხოვთ, რომ წინ აღუდგეს გარე და შიდა ზეწოლას, რათა გააგრძელოს ევროპის კავშირში ინტეგრაციის კურსი. მტკიცედ გვწამს, რომ მოლდოვას ადგილი ევროპელი ერების ოჯახშია, გმოვდივართ ევროპული სტანდარტების დანერგვისათვის, დემოკრატიისა და განვითარებისათვის. ვაფასებთ ევროპული ინტეგრაციის პროცესში პარტნიორების მხარდაჭერას. მოლდოვას მომავალი ახლა წყდება!“ - ნათქვამია დეკლარაციაში.

ორგანიზატორთა, პროევროპული საბჭოს მმართველი კოალიციიდან, შეფასებით მანიფესტაციაში მონაწილეობა ლიბერალ-დემოკრატიული, დემოკრატიული და ლიბერალ-რეფორმატორული პარტიების ასი ათასზე მეტმა მომხრემ მიიღო.

ორგანიზატორებმა მანიფესტაციის მონაწილეებს მოუწოდეს არ გამოეყენებინათ პარტიული სიმბოლიკა და მიტინგზე ევროპული სიმბოლიკით მისულიყვნენ. აქედან გამომდინარე, ხალხს მხოლოდ მოლდოვას რესპუბლიკის და ევროკავშირის დროშები, ასევე ევროპული ინტეგრაციის მხარდასაჭერი ლოზუნგები მოჰქონდა.

ამავე დროს, კომუნისტების ოპოზიციურმა პარტიამ ხელისუფლება დაადანაშაულა იმაში, რომ მათ კიშინიოვში ხალხი ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით ჩაიყვანეს ავტობუსებითა და დამატებითი მატარებლებითაც კი.

კვირის განმავლობაში, ბევრი ორგანიზაცია, პოლიტიკური პარტია, კულტურის მოღვაწე გამოთქვამდა აქციის მხარდაჭერას, რომელიც კვირას, 3 ნოემბერს გაიმართა. მიტინგი ორგანიზებული იქნა ნოემბრის ბოლოს, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ვილნიუსის სამიტის გამართვამდე, რომელზეც მოლდოვამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება უნდა მოახდინოს.

მომზადებულია interfax-ის მასალების მიხედვით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42