ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ თუ ადრე ტესტირებისთვის 5-6 საათი იყო საჭირო, ახლა პასუხი ერთ საათში იქნება.
ტიკარაძის თქმით, მომავალი კვირის ოთხშაბათს საქართველოში ჩინეთიდან ჩამოვა სწრაფი ტესტები, რომლითაც შესაძლებელია ადამიანის ორგანიზმში ვირუსის დაფიქსირება მე-7 დღეს და იგი ანტისხეულებზეა დამოკიდებული.
„თუ ადრე ტესტირებისთვის 5-6 საათი იყო საჭირო, ახლა პასუხი ერთ საათში იქნება. სხვაობა ესაა. ამ ტიპის ათას ტესტს ველოდებით. შემდეგი კვირის ბოლოს ასევე ტესტის კორეულ ვერსიას, რომელიც ანტიგენზე დამყარებული ტესტია. სწორედ ეს ტესტი გამოიყენა კორეამ და ვირუსის იდენტიფიცირება ორგანიზმში უკვე პირველ-მეორე დღეს შეიძლება. არ იგეგმება მოსახლეობის მასობრივი და საყოველთაო ტესტირება. აქ მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგების ჩართულობა, რათა ზუსტად მოხდეს იდენტიფიცირება, საჭიროებს თუ არა პაციენტი საერთოდ ამ ტესტის ჩატარებას“, - განაცხადა ტიკარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






