ეპიდემიის შეკავების მთავარი მექანიზმი სოციალური დისტანცირებაა - რაზე შეთანხმდნან საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე
COVID-19 - 16:55, 20 Mar, 2020     904
ახალი ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებულ სტატისტიკაზე - რამდენიმე წუთის წინ დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რომელზეც საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე ისაუბრეს.

"საქართველოში, დღეს დილის მონაცემებით, ლაბორატორიულად დადასტურებული 43 შემთხვევა გვაქვს. მათგან უმეტესობა იმპორტირებულია. კვლევაშია რამდენიმე ნიმუში და დღესაც დაახლოებით 100-მდე ნიმუში გაიტესტება. 30 იანვრიდან მოყოლებული დღემდე კი, გამოკვლეულია 1073 შესაძლო შემთხვევა და აქედან 43-ში დადასტურებულია კორონავირუსი.

საკარანტინო ზონაში 1575 ადამიანია, თვითიზოლაციაში ჯერ კიდევ 1781 ადამიანი იმყოფება, 191 კი, უკვე გამოვიდა ამ ზონიდან. დღევანდელი შეხვედრა მოეწყო პრემიერთან და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებთან, რათა განხილულიყო ყველა ის საკითხი, თუ რას აკეთებს ქვეყანა პრევენციის მიზნით და რამდენად შესაბამისობაშია ეს ნაბიჯები იმ საერთაშორისო რეკომენდაციებთან, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გასცემს.

შევთანხმდით მთელ რიგ საკითხებზე. პრინციპული შეთანხმება გახლავთ ის, რომ რა ნაბიჯებიც აქამდე გადადგა სახელმწიფომ ინფექციის შეკავებასთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი სწორია. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს შეკავების მექანიზმების აღსრულებაზე და მის მონიტორინგზე. ეპიდემიის შეკავების მთავარი მექანიზმი, სოციალური დისტანცირება გახლავთ. ამასთან ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ ზოგადად ტესტირებაზე, თუ ვის და როგორ უნდა ჩაუტარდეს ეს.

მოგეხსენებათ, ჩვენ ტესტირება თავიდან ლუგარის ცენტრში დავიწყეთ, ბოლო ორი კვირაა მოვახდინეთ მისი დეცენტრალიზაცია და ტესტირებას აწარმოებს, ქუთაისისა და ბათუმის დეპარტამენტები და ცენტრალური ინფექციური საავადმყოფო. ამჯერად კი შევთანხმდით, რომ უფრო მეტად განვავრცოთ გეოგრაფიულად ეს საკითხი და ტესტირების საშუალება უფრო ფართოდ იქნება ხელმისაწვდომი," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42